https://sputnik-georgia.com/20240309/dreidan-18-metriani-avtobusebi-kidev-ert-marsrutze-imozraveben-286764659.html
დღეიდან 18-მეტრიანი ავტობუსები კიდევ ერთ მარშრუტზე იმოძრავებენ
დღეიდან 18-მეტრიანი ავტობუსები კიდევ ერთ მარშრუტზე იმოძრავებენ
Sputnik საქართველო
პირველ ეტაპზე 18-მეტრიანი ავტობუსები ოთხ მარშრუტზე იმოძრავებენ 09.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-09T12:53+0400
2024-03-09T12:53+0400
2024-03-09T12:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ტრანსპორტი საქართველოში
ვითარება გზებზე
საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/16/284419867_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_40cd030183e47b1521165fca63fd27b2.jpg
თბილისი, 9 მარტი - Sputnik. დღეიდან ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსებით N314 მარშრუტის მგზავრებიც ისარგებლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.2024 წლიდან თბილისში ეტაპობრივად გამოჩნდება ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე 160 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსი, რომელიც გათვლილი იქნება 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის: სალონში არის სპეციალური სივრცე ეტლებისთვის და გადმოსაშლელი პანდუსი.მერიის ცნობით, N314 მარშრუტზე ახალი ავტობუსებით აქამდე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები ჩანაცვლდა.ახალი ავტობუსები N302-ისა და N308-ის მგზავრებს უკვე ემსახურებიან. 16 მარტიდან კი, 18-მეტრიანი ავტობუსები N301 მარშრუტზეც იმოძრავებენ.18-მეტრიან ავტობუსებში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის ინტეგრირებული სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე.ავტობუსები ასევე აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო, შიდა და გარე ვიდეომონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით. განთავსებულია მობილურის დასატენი წერტილები და WIFI მოწყობილობაც.თბილისის მერია 2017 წლიდან ახორციელებს სატრანსპორტო რეფორმას, რომლის მთავარი მიზანია – საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს უფრო კომფორტული, შეუფერხებელი და ხელმისაწვდომი, ასევე ქალაქი განიტვირთოს „საცობებისგან“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/16/284419867_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_f64cf91a8dd857c482d57940da4cab93.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, ვითარება გზებზე, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, ვითარება გზებზე, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
დღეიდან 18-მეტრიანი ავტობუსები კიდევ ერთ მარშრუტზე იმოძრავებენ
პირველ ეტაპზე 18-მეტრიანი ავტობუსები ოთხ მარშრუტზე იმოძრავებენ
თბილისი, 9 მარტი - Sputnik. დღეიდან ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსებით N314 მარშრუტის მგზავრებიც ისარგებლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
2024 წლიდან თბილისში ეტაპობრივად გამოჩნდება ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე 160 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსი, რომელიც გათვლილი იქნება 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის: სალონში არის სპეციალური სივრცე ეტლებისთვის და გადმოსაშლელი პანდუსი.
მერიის ცნობით, N314 მარშრუტზე ახალი ავტობუსებით აქამდე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები ჩანაცვლდა.
ახალი ავტობუსები N302-ისა და N308-ის მგზავრებს უკვე ემსახურებიან. 16 მარტიდან კი, 18-მეტრიანი ავტობუსები N301 მარშრუტზეც იმოძრავებენ.
18-მეტრიან ავტობუსებში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის ინტეგრირებული სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე.
ავტობუსები ასევე აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო, შიდა და გარე ვიდეომონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით. განთავსებულია მობილურის დასატენი წერტილები და WIFI მოწყობილობაც.
თბილისის მერია 2017 წლიდან ახორციელებს სატრანსპორტო რეფორმას, რომლის მთავარი მიზანია – საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს უფრო კომფორტული, შეუფერხებელი და ხელმისაწვდომი, ასევე ქალაქი განიტვირთოს „საცობებისგან“.