https://sputnik-georgia.com/20240309/borjomsi-ukanono-saxerxi-saamqro-daluqes-286765225.html
ბორჯომში უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს
ბორჯომში უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს
Sputnik საქართველო
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი, აცხადებენ დეპარტამენტში. 09.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-09T13:50+0400
2024-03-09T13:50+0400
2024-03-09T13:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23881/09/238810995_0:134:3167:1915_1920x0_80_0_0_dd6f2a76e562a2936ca1c6d4bc4a1fed.jpg
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ბორჯომში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს და დალუქეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ინფორმაციით, სამართალდამრღვევს უკანონო სახერხი საამქრო ავტოფარეხში ჰქონდა დამონტაჟებული. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა საამქროს ტერიტორიაზე უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი და 6 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) აღმოაჩინეს.აღნიშნული სახერხი საამქრო დაილუქა, უკანონოდ მოპოვებული ხეტყე კი ბორჯომის „საქმიან ეზოში“ გადაიტანეს.რადგან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროში.2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23881/09/238810995_217:0:2948:2048_1920x0_80_0_0_94e3fd6dd31b0526e24ae00d6a2817dd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საქართველოს რეგიონები
ბორჯომში უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი, აცხადებენ დეპარტამენტში.
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ბორჯომში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს და დალუქეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამრღვევს უკანონო სახერხი საამქრო ავტოფარეხში ჰქონდა დამონტაჟებული. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა საამქროს ტერიტორიაზე უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი და 6 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) აღმოაჩინეს.
აღნიშნული სახერხი საამქრო დაილუქა, უკანონოდ მოპოვებული ხეტყე კი ბორჯომის „საქმიან ეზოში“ გადაიტანეს.
რადგან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროში.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.