https://sputnik-georgia.com/20240308/qutaissi-haeris-monitoringis-axali-avtomaturi-sadguri-damontajda-286752572.html
ქუთაისში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი ავტომატური სადგური დამონტაჟდა
ქუთაისში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი ავტომატური სადგური დამონტაჟდა
Sputnik საქართველო
საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დამონტაჟებულია მოწყობილობები ჰაერში დაბინძურების კონცენტრაციის გასაზომად. 08.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-08T11:10+0400
2024-03-08T11:10+0400
2024-03-08T11:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოს ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/10/284258454_0:193:2048:1345_1920x0_80_0_0_cca6f66ecf9d513b0d47beb168c4c56f.jpg
თბილისი, 8 მარტი - Sputnik. გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს ქუთაისში ახალი ავტომატური სადგური დაემატა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სააგენტო ავრცელებს.სააგენტოს ახალი სადგური გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის სამეფოს მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ფარგლებში შეემატა.როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა განაცხადა, სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოების მიმართულებით, რაც მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულების, ისე საქართველოში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველყოფისთვის.გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო მაჩვენებლებს 2015 წლიდან ამოწმებს. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დამონტაჟებულია მოწყობილობები ჰაერში დაბინძურების კონცენტრაციის გასაზომად. მონიტორინგის ფარგლებში სპეციალისტები იღებენ ნიმუშებს სხვადასხვა დამაბინძურებელზე – აზოტისა და გოგირდის, ოზონისა და ბენზოლის დიოქსიდებზე.ქვეყნის მასშტაბით, უკვე ფუნქციონირებს 13 ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური, მათ შორის 11 ავტომატურ და 2 მობილური.ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის თანამედროვე სადგურიდან მიღებული ინფორმაცია საშუალებას იძლევა, დაიგეგმოს ახალი ღონისძიებები და პროექტები, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ჰაერის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას. აღნიშნული მონაცემები განთავსდება სააგენტოს პორტალზე www.air.gov.ge .
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/10/284258454_0:1:2048:1537_1920x0_80_0_0_ea6aa1e7b94039393e64ee293550b802.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს ეროვნული სააგენტო
ქუთაისში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი ავტომატური სადგური დამონტაჟდა
საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დამონტაჟებულია მოწყობილობები ჰაერში დაბინძურების კონცენტრაციის გასაზომად.
თბილისი, 8 მარტი - Sputnik. გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს ქუთაისში ახალი ავტომატური სადგური დაემატა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ახალი სადგური გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის სამეფოს მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ფარგლებში შეემატა.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა განაცხადა, სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოების მიმართულებით, რაც მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულების, ისე საქართველოში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველყოფისთვის.
„პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში შეძენილია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 8 ავტომატური და 1 მობილური სადგური, აქედან ოთხი სტაციონარული სადგური უკვე დამონტაჟდა და ამოქმედდა ბათუმში, ზუგდიდში, თელავსა და მესტიაში“, - აღნიშნა ვასილ გედევანიშვილმა.
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო მაჩვენებლებს 2015 წლიდან ამოწმებს. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დამონტაჟებულია მოწყობილობები ჰაერში დაბინძურების კონცენტრაციის გასაზომად. მონიტორინგის ფარგლებში სპეციალისტები იღებენ ნიმუშებს სხვადასხვა დამაბინძურებელზე – აზოტისა და გოგირდის, ოზონისა და ბენზოლის დიოქსიდებზე.
ქვეყნის მასშტაბით, უკვე ფუნქციონირებს 13 ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური, მათ შორის 11 ავტომატურ და 2 მობილური.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის თანამედროვე სადგურიდან მიღებული ინფორმაცია საშუალებას იძლევა, დაიგეგმოს ახალი ღონისძიებები და პროექტები, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ჰაერის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას. აღნიშნული მონაცემები განთავსდება სააგენტოს პორტალზე
www.air.gov.ge .