ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირება: ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიხე-ტყე
ხე-ტყე - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2024
გამოწერა
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა თებერვალში ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 74 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
აქედან 29 ფაქტი კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ გამოვლინდა, 3 - მცხეთა-მთიანეთის, 8 - ქვემო ქართლის, 5 - შიდა ქართლის, 8 - სამცხე-ჯავახეთის, 9 - გურიის, 2 - რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის, 5 - იმერეთის, ხოლო 5 კანონდარღვევის ფაქტი სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ არის გამოვლენილი.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“.
უწყების ცნობით, თებერვლის განმავლობაში, სააგენტოს თანამშრომლებმა ამოიღეს სხვადასხვა სახეობის 110.424 მ3 ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ არის განთავსებული.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
2024 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 98 ფაქტი გამოავლინა. ამოღებული და „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული ხე-ტყის რესურსის მოცულობა 167.234 მ3 შეადგენს.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხე-ტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებშია დაშვებული. ქვეყანაში ხე-ტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხე-ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0