წვიმა, თოვლი და ქარბუქი - როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

© photo: Sputnik / Stringerშტორმი ზღვაზე
შტორმი ზღვაზე - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2024
გამოწერა
სინოპტიკოსები შემდეგი ორი დღის განმავლობაში საქართველოში ამინდის გაუარესებას ელოდებიან.
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოში 7 მარტიდან 8 მარტის დილამდე მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, შემდეგი ორი დღის განმავლობაში ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
„მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
ყველა ახალი ამბავი
0