https://sputnik-georgia.com/20240307/marsali-saposnikovi-286742250.html
მიმოხილვა - რუსული ექსპანსია: რატომ ჩავიდა „მარშალი შაპოშნიკოვი“ კატარში
მიმოხილვა - რუსული ექსპანსია: რატომ ჩავიდა „მარშალი შაპოშნიკოვი“ კატარში
Sputnik საქართველო
რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის სარაკეტო ხომალდი "მარშალი შაპოშნიკოვი" კატარის საერთაშორისო გამოფენა DIMDEX-2024-ზე რუსეთის მაღალ ტექნოლოგიებს... 07.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-07T15:02+0400
2024-03-07T15:02+0400
2024-03-07T15:02+0400
ანალიტიკა
მიმოხილვები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/08/284058266_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_1ec81fab02bb089b4b63e073e86a559d.jpg
რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის სარაკეტო ხომალდი "მარშალი შაპოშნიკოვი" კატარის საერთაშორისო გამოფენა DIMDEX-2024-ზე რუსეთის მაღალ ტექნოლოგიებს, სამხედრო-პოლიტიკურ გავლენასა და ძალას აჩვენებს მსოფლიო ოკეანეში.ფრეგატი „მარშალი შაპოშნიკოვი“ ვლადივოსტოკიდან ყატარის პორტ ჰამადში ჩავიდა, რათა თავდაცვით გამოფენა DIMDEX-2024-ში მიეღო მონაწილეობა. გემის დახვედრის ოფიციალურ ცერემონიას დოჰაში რუსეთის საელჩოსა და კატარის საზღვაო ძალების ოფიცრები ესწრებოდნენ.გამოფენაDIMDEX-2024-ის თემატიკამოიცავს საზღვაო თავდაცვისა და უსაფრთხოების ტექნოლოგიების ფართო სპექტრს: საბრძოლო ხომალდებსადა საზღვაო ავიაციის თვითმფრინავებს, უპილოტო სისტემებს, საძიებო-სამაშველო აღჭურვილობაა, ჰიდროლოკაციურ და რადიოლოკაციურ სისტემებს, ბირთვულ, ბიოლოგიურდა ქიმიურ სპეციალურ აღჭურვილობას, საკომუნიკაციო და სანავიგაციო სისტემებსა და სხვ.გამოფენაში 200-ზე მეტი საერთაშორისო და ეროვნული კომპანია მონაწილეობს.DIMDEX 2008 წლიდან იმართება და საერთაშორისო გამოფენა IMDEX Asia-ს ანალოგად მიიჩნევა, რომელიც სინგაპურში კენტ წლებში იხსნება ხოლმე. კატარში გამართულ ყოველ გამოფენაზე დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტები იდება. შემთხვევითი არ არის, რომ რუსული გემი იქ გამოჩნდა.აღმოსავლეთ ჩინეთისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვებში საბრძოლო სროლების შემდეგ, „მარშალი შაპოშნიკოვი“ ინდოეთის ოკეანეში შორეული ნაოსნობის ამოცანებს ასრულებს. წარმატებით ჩაატარა მრავალსაფეხურიანი წვრთნები მეკობრეობის საწინააღმდეგო არაბეთის ზღვაში.ფრთოსანი რაკეტების მქონე ფრეგატი შექმნილია საზღვაო კომუნიკაციების დასაცავად და ფლოტის ძირითადი ძალების ბადრაგირებისთვის. შეუძლია მოქმედებდეს შენაერთებისა და საზღვაო დამრტყმელი ჯგუფების შემადგენლობაში, რათა წყალქვეშა და საჰაერო თავდაცვა უზრუნველყოს ახლო ზონაში, სანაპიროდან ნებისმიერ მანძილზე. მოდერნიზებული ფრეგატი „მარშალი შაპოშნიკოვი“ დიდ ინტერესს იწვევს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სამხედრო მეზღვაურებისა და თავდაცვის ინდუსტრიის სპეციალისტებში.უნივერსალური მცველი„მარშალი შაპოშნიკოვი" 1986 წლიდან არის საბრძოლო მწყობრში. 1990-იან წლებში ის ნავიგაციის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა სპარსეთის ყურეში და ეთიოპიიდან საბჭოთა მოქალაქეების ევაკუაციაში მონაწილეობდა; 2010 წლის მაისში კი ტანკერი „მოსკოვის უნივერსიტეტი“ გაათავისუფლა სომალელი მეკობრეებისგან.ექვსწლიანი მოდერნიზაციის შემდეგ, გემი 2021 წელს დაუბრუნდა სამსახურს, სტრუქტურულად განახლდა დაახლოებით 50 პროცენტით და პირველად დაარტყა სანაპირო სამიზნეს ფრთოსანი რაკეტა „კალიბრით“ — იაპონიის ზღვიდან, 1000 კმ-ზე მეტი მანძილიდან. 2022 წლის დასაწყისში „მარშალმა შაპოშნიკოვმა“ რუსეტის ტერიტორიულ წყლებში აშშ-ის საზღვაო ძალების წყალქვეშა ნავი აღმოაჩინა და წყალქვეშაკომუნიკაციით გაფრთხილების შემდეგ „შესაბამისი საშუალებები“ გამოიყენა.ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა თვითმავალი სიმულატორი გამოიყენა სამიზნის გასაორმაგებლად და რუსეთის ტერიტორიული წყლები მაქსიმალური სიჩქარით დატოვა.ღრმა მოდერნიზაციის დროს „მარშალმა შაპოშნიკოვმა" მიიღო ახალი სარადარო სადგური MR-760 "Fregat-MA" და ინფორმაციის დამუშავების სისტემა 5P-30N2 "Fregat-N2", ახალი საკომუნიკაციო კომპლექსი R-779-28, საარტილერიო ცეცხლის მართვის უნივერსალური სისტემა MR-123 -02/3 „Bagheera“.წყალქვეშა და საზენიტო იარაღის შესაძლებლობები გაფართოვდა თანამედროვე „კალიბრისა“ და „ურანის“ სარაკეტო სისტემებით, უახლესი საარტილერიო და რადიოელექტრონული იარაღით.უნივერსალური გამშვებები დანადგარები ფრთოსანი რაკეტა „ონიქსისა“ და ჰიპერბგერითი რაკეტა „ცირკონის“ გამოყენების საშუალებას იძლევა. ახალ 100 მმ-იან საარტილერიო დანადგარ A-190-01-ს ( სროლის სიჩქარე — 80 გასროლა წუთში) შეუძლია სამიზნეებს 20 კმ-ზე მეტ მანძილზე დაარტყას, მათ შორის თვითმფრინავებს — 15 კმ სიმაღლეზე.დამრტყმელი იარაღის წყალობით, „მარშალმა შაპოშნიკოვმა“ გაზარდა ცეცხლსასროლი ძალა და გახდა უნივერსალური ხომალდი, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს წყალქვეშა, წყალზედა და სახმელეთო სამიზნეები მსოფლიო ოკეანის ნებისმიერ წერტილში. რუსული ფრეგატი, რა თქმა უნდა, გახდება გამოფენა DIMDEX-2024-ის ყველაზე დასამახსოვრებელი "ექსპონატი".რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/08/284058266_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_b185b7fd67d1ff84e69f086e3057cc70.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მიმოხილვები
რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის სარაკეტო ხომალდი "მარშალი შაპოშნიკოვი" კატარის საერთაშორისო გამოფენა DIMDEX-2024-ზე რუსეთის მაღალ ტექნოლოგიებს, სამხედრო-პოლიტიკურ გავლენასა და ძალას აჩვენებს მსოფლიო ოკეანეში.
ფრეგატი „მარშალი შაპოშნიკოვი“ ვლადივოსტოკიდან ყატარის პორტ ჰამადში ჩავიდა, რათა თავდაცვით გამოფენა DIMDEX-2024-ში მიეღო მონაწილეობა. გემის დახვედრის ოფიციალურ ცერემონიას დოჰაში რუსეთის საელჩოსა და კატარის საზღვაო ძალების ოფიცრები ესწრებოდნენ.
გამოფენაDIMDEX-2024-ის თემატიკამოიცავს საზღვაო თავდაცვისა და უსაფრთხოების ტექნოლოგიების ფართო სპექტრს: საბრძოლო ხომალდებსადა საზღვაო ავიაციის თვითმფრინავებს, უპილოტო სისტემებს, საძიებო-სამაშველო აღჭურვილობაა, ჰიდროლოკაციურ და რადიოლოკაციურ სისტემებს, ბირთვულ, ბიოლოგიურდა ქიმიურ სპეციალურ აღჭურვილობას, საკომუნიკაციო და სანავიგაციო სისტემებსა და სხვ.
გამოფენაში 200-ზე მეტი საერთაშორისო და ეროვნული კომპანია მონაწილეობს.
DIMDEX 2008 წლიდან იმართება და საერთაშორისო გამოფენა IMDEX Asia-ს ანალოგად მიიჩნევა, რომელიც სინგაპურში კენტ წლებში იხსნება ხოლმე. კატარში გამართულ ყოველ გამოფენაზე დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტები იდება. შემთხვევითი არ არის, რომ რუსული გემი იქ გამოჩნდა.
აღმოსავლეთ ჩინეთისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვებში საბრძოლო სროლების შემდეგ, „მარშალი შაპოშნიკოვი“ ინდოეთის ოკეანეში შორეული ნაოსნობის ამოცანებს ასრულებს. წარმატებით ჩაატარა მრავალსაფეხურიანი წვრთნები მეკობრეობის საწინააღმდეგო არაბეთის ზღვაში.
ფრთოსანი რაკეტების მქონე ფრეგატი შექმნილია საზღვაო კომუნიკაციების დასაცავად და ფლოტის ძირითადი ძალების ბადრაგირებისთვის. შეუძლია მოქმედებდეს შენაერთებისა და საზღვაო დამრტყმელი ჯგუფების შემადგენლობაში, რათა წყალქვეშა და საჰაერო თავდაცვა უზრუნველყოს ახლო ზონაში, სანაპიროდან ნებისმიერ მანძილზე. მოდერნიზებული ფრეგატი „მარშალი შაპოშნიკოვი“ დიდ ინტერესს იწვევს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სამხედრო მეზღვაურებისა და თავდაცვის ინდუსტრიის სპეციალისტებში.
„მარშალი შაპოშნიკოვი" 1986 წლიდან არის საბრძოლო მწყობრში. 1990-იან წლებში ის ნავიგაციის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა სპარსეთის ყურეში და ეთიოპიიდან საბჭოთა მოქალაქეების ევაკუაციაში მონაწილეობდა; 2010 წლის მაისში კი ტანკერი „მოსკოვის უნივერსიტეტი“ გაათავისუფლა სომალელი მეკობრეებისგან.
ექვსწლიანი მოდერნიზაციის შემდეგ, გემი 2021 წელს დაუბრუნდა სამსახურს, სტრუქტურულად განახლდა დაახლოებით 50 პროცენტით და პირველად დაარტყა სანაპირო სამიზნეს ფრთოსანი რაკეტა „კალიბრით“ — იაპონიის ზღვიდან, 1000 კმ-ზე მეტი მანძილიდან. 2022 წლის დასაწყისში „მარშალმა შაპოშნიკოვმა“ რუსეტის ტერიტორიულ წყლებში აშშ-ის საზღვაო ძალების წყალქვეშა ნავი აღმოაჩინა და წყალქვეშაკომუნიკაციით გაფრთხილების შემდეგ „შესაბამისი საშუალებები“ გამოიყენა.
ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა თვითმავალი სიმულატორი გამოიყენა სამიზნის გასაორმაგებლად და რუსეთის ტერიტორიული წყლები მაქსიმალური სიჩქარით დატოვა.
ღრმა მოდერნიზაციის დროს „მარშალმა შაპოშნიკოვმა" მიიღო ახალი სარადარო სადგური MR-760 "Fregat-MA" და ინფორმაციის დამუშავების სისტემა 5P-30N2 "Fregat-N2", ახალი საკომუნიკაციო კომპლექსი R-779-28, საარტილერიო ცეცხლის მართვის უნივერსალური სისტემა MR-123 -02/3 „Bagheera“.
წყალქვეშა და საზენიტო იარაღის შესაძლებლობები გაფართოვდა თანამედროვე „კალიბრისა“ და „ურანის“ სარაკეტო სისტემებით, უახლესი საარტილერიო და რადიოელექტრონული იარაღით.
უნივერსალური გამშვებები დანადგარები ფრთოსანი რაკეტა „ონიქსისა“ და ჰიპერბგერითი რაკეტა „ცირკონის“ გამოყენების საშუალებას იძლევა. ახალ 100 მმ-იან საარტილერიო დანადგარ A-190-01-ს ( სროლის სიჩქარე — 80 გასროლა წუთში) შეუძლია სამიზნეებს 20 კმ-ზე მეტ მანძილზე დაარტყას, მათ შორის თვითმფრინავებს — 15 კმ სიმაღლეზე.
დამრტყმელი იარაღის წყალობით, „მარშალმა შაპოშნიკოვმა“ გაზარდა ცეცხლსასროლი ძალა და გახდა უნივერსალური ხომალდი, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს წყალქვეშა, წყალზედა და სახმელეთო სამიზნეები მსოფლიო ოკეანის ნებისმიერ წერტილში. რუსული ფრეგატი, რა თქმა უნდა, გახდება გამოფენა DIMDEX-2024-ის ყველაზე დასამახსოვრებელი "ექსპონატი".
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე