„ინტერის“ ვარსკვლავები vs საქართველოს ნაკრები: ლეგენდების გუნდების შემადგენლობა

© AFP 2024 / VANO SHLAMOVAdjaraBet Arena
AdjaraBet Arena - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2024
გამოწერა
Legend Series მომდევნო მატჩი თბილისში გაიმართება, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. ბათუმში, Adjarabet Arena-ზე, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ლეგენდებისა და იტალიის ერთ-ერთი ტოპ-კლუბის, მილანის „ინტერის“ მატჩამდე სულ რამდენიმე საათი რჩება.
ბათუმში, 7 მარტს, Adjarabet Arena-ზე შედგება ახალი პროექტ Legend Series-ის პირველი თამაში, რომელშიც საქართველოს ნაკრებისა და მილანის „ინტერის“ ლეგენდარული ფეხბურთელები შეხვდებიან. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია.

ვარსკვლავების გუნდების შემადგენლობა

საქართველოს ნაკრები
მეკარეები: გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი
მცველები: კახა კალაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, მალხაზ ასათიანი, კახა ცხადაძე, გიორგი ნავალოვსკი, ალექსანდრე ამისულაშვილი, ლაშა სალუქვაძე.
ნახევარმცველები: თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, ჯანო ანანიძე, გიორგი ნემსაძე, ლევან ყენია, გოჩა ჯამარაული, სანდრო კობახიძე, გოგა გახოკიძე, ლევან ცქიტიშვილი.
თავდამსხმელები: შოთა არველაძე, არჩილ არველაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, დავით სირაძე, ლევან მჭედლიძე.
„ინტერი“
მეკარეები: ჟულიო სეზარი, სებასტიან ფრეი.
მცველები: ხავიერ ძანეტი, მარკო მატერაცი, ლუსიო, მაიკონი, ივან კორდობა, ფრანჩესკო კოლონეზე, ანდრეა რანოკია.
ნახევარმცველები: ლუიშ ფიგუ, ესტებან კამბიასო, ხუან ვერონი, ვესლი სნეიდერი, გეორგიუს კარაგუნისი, ბორხა ვალერო, ჰუსინ ხარჯა.
თავდამსხმელები: დიეგო მილიტო, როდრიგო პალასიო, გორან პანდევი, დავიდ სუასო.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, Legend Series მომდევნო მატჩი თბილისში გაიმართება. ახლა რამდენიმე კლუბთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამა წლის ზაფხულისთვის გაირკვევა, მსოფლიო ფეხბურთის რომელი ვარსკვლავები ჩამოვლენ საქართველოში.
The Legend Series – დამოუკიდებელი პროექტია, რომელიც Sports Orient და Europebet-ის თანამშრომლობით შეიქმნა. პროექტი უახლოეს სამ წელიწადში საქართველოში ლეგენდარული ფეხბურთელების ჩამოყვანას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0