ავარიები ცენტრალურ მაგისტრალზე - არიან დაღუპულები და დაშავებულები

© video: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია შემთხვევის ადგილზე
საპატრულო პოლიცია შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2024
გამოწერა
მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა ცენტრალურ ავტობანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად.
აგარა-გომის გზაზე მომხდარ ავარიას 16 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. ორმა ადამიანმა კი დაზიანებები მიიღო.
კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა თერჯოლის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. სოფელ სიმონეთთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია ასევე რამდენიმე ადამიანი.
მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ყველა ახალი ამბავი
0