https://sputnik-georgia.com/20240306/traileris-mzgolebma-aqcia-gamartes-286735808.html
ნებართვები „შავ ბაზარზე" გაიცემა: ტრაილერის მძღოლებმა აქცია გამართეს
ნებართვები „შავ ბაზარზე" გაიცემა: ტრაილერის მძღოლებმა აქცია გამართეს
Sputnik საქართველო
ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნებს შორის სახმელეთო ტრანსპორტის გადაადგილების ნებართვების რაოდენობა საქართველოს შეზღუდული რაოდენობით აქვს. 06.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-06T22:00+0400
2024-03-06T22:00+0400
2024-03-06T22:00+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24154/80/241548080_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_3651cb346642805594d71e2a2f6dc05e.jpg
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. სატვირთო ავტომობილების მფლობელებისა და მძღოლების მოთხოვნებს შევისწავლით და მათ დარეგულირებაზე ვიმუშავებთ, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სატვირთო ავტომობილების მძღოლებთან გამართულ შეხვედრაზე.დღეს ტრანზიტულ მარშრუტებზე დასაქმებულმა ტრაილერის მძღოლებმა ქვეყნებს შორის სახმელეთო ტრანსპორტის გადაადგილების ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართეს. მძღოლების განცხადებით, გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო იანვრის შემდეგ აღარ გასცემს. მათი თქმით, უწყება ნებართვებს „შავი ბაზრის" გავლით ყიდის.როგორც შეხვედრის შემდეგ დავითაშვმა განაცხადა, უწყების შესაბამისი სამსახურები დაიწყებენ მძღოლების მიერ წარმოდგენილი საკითხების მოკვლევას და შესწავლას, რათა პრობლემები უმოკლეს დროში იდენტიფიცირდეს და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღონ.ნებართვების გაცემა ხორციელდება ეტაპობრივად ქართველი გადამზიდავების ინტერესებისა და მათთვის რაციონალურად განაწილების პრინციპის დაცვით - განცხადებების მიღება ხორციელდება წინასწარი სატელეფონო რეგისტრაციის გზით. „სააგენტოს მიერ განმცხადებლის სახელზე გაცემული ნებართვების არამართლზომიერი გამოყენება წარმოადგენს საერთაშორისო და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების დარღვევას, რისთვისაც გათვალისწინებულია კანონით განსაზღვრული სანქციები", - აღნიშნეს სამინისტროში.ტრაილერის მძღოლები აცხადებენ, რომ პრობლემის მოგვარებამდე "დაშლას" არ აპირებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24154/80/241548080_111:0:1888:1333_1920x0_80_0_0_24701bc0a5152e66e135c9f44fd29e64.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
ნებართვები „შავ ბაზარზე" გაიცემა: ტრაილერის მძღოლებმა აქცია გამართეს
ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნებს შორის სახმელეთო ტრანსპორტის გადაადგილების ნებართვების რაოდენობა საქართველოს შეზღუდული რაოდენობით აქვს.
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. სატვირთო ავტომობილების მფლობელებისა და მძღოლების მოთხოვნებს შევისწავლით და მათ დარეგულირებაზე ვიმუშავებთ, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სატვირთო ავტომობილების მძღოლებთან გამართულ შეხვედრაზე.
დღეს ტრანზიტულ მარშრუტებზე დასაქმებულმა ტრაილერის მძღოლებმა ქვეყნებს შორის სახმელეთო ტრანსპორტის გადაადგილების ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართეს. მძღოლების განცხადებით, გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო იანვრის შემდეგ აღარ გასცემს. მათი თქმით, უწყება ნებართვებს „შავი ბაზრის" გავლით ყიდის.
„სამინისტროში არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ. გვითხრეს, რომ ე.წ. შავ სიებთან დაკავშირებით ყველაფერი გაირკვევა", - განაცხადა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთმა მძღოლმა.
როგორც შეხვედრის შემდეგ დავითაშვმა განაცხადა, უწყების შესაბამისი სამსახურები დაიწყებენ მძღოლების მიერ წარმოდგენილი საკითხების მოკვლევას და შესწავლას, რათა პრობლემები უმოკლეს დროში იდენტიფიცირდეს და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღონ.
„სექტორის წარმომადგენლებთან გაიცვალა ინფორმაცია დარგში არსებული პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ. მათი ძირითადი გულისტკივილი ეხება სანებართვო სისტემას, რომელიც დღეს მოქმედებს - აქ არის ნებართვების ზღვრული რაოდენობა. ჩვენი მიდგომაა, რომ წლის განმავლობაში ის თანაბრად გადანაწილდეს სექტორის წარმომდგენლებზე", - განაცხადა დავითაშვილმა.
ნებართვების გაცემა ხორციელდება ეტაპობრივად ქართველი გადამზიდავების ინტერესებისა და მათთვის რაციონალურად განაწილების პრინციპის დაცვით - განცხადებების მიღება ხორციელდება წინასწარი სატელეფონო რეგისტრაციის გზით.
„სააგენტოს მიერ განმცხადებლის სახელზე გაცემული ნებართვების არამართლზომიერი გამოყენება წარმოადგენს საერთაშორისო და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების დარღვევას, რისთვისაც გათვალისწინებულია კანონით განსაზღვრული სანქციები", - აღნიშნეს სამინისტროში.
ტრაილერის მძღოლები აცხადებენ, რომ პრობლემის მოგვარებამდე "დაშლას" არ აპირებენ.