https://sputnik-georgia.com/20240306/sigaretis-kontrabanda-sami-piri-daakaves-286715204.html
256 ათას ლარზე მეტი ღირებულების სიგარეტის კონტრაბანდა: სამი პირი დააკავეს
256 ათას ლარზე მეტი ღირებულების სიგარეტის კონტრაბანდა: სამი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 6-დან 8-წლამდე პატიმრობა ემუქრება. 06.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-06T15:00+0400
2024-03-06T15:00+0400
2024-03-06T15:00+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0b/249187344_0:13:2049:1165_1920x0_80_0_0_b092d440d8aed830451788cff0bb8a0c.jpg
თბილისი, 6 მარტი— Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამეგრელოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე სამი ადამიანი დააკავა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.სამართალდამცველებმა სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 54,5 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 256 ათას ლარს აღემატება, ბრალდებულებისგან სამეგრელოს რეგიონში სამ ლოკაციაზე ამოიღეს.დანაშაული 6-დან 8-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ბრალდებულებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.უწყების ცნობით, მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს მასშტაბით გატარებული ღონისძიებების შედეგად, საგამოძიებო სამსახურის მიერ დამატებით გამოვლენილ იქნა მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 20 ფაქტი, რაზეც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 15 პირი, მათგან დაკავებულია 4 პირი.დანაშაულში მხილებული პირებისაგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში 12.676 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 70 ათას ლარს აღემატება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0b/249187344_238:0:1809:1178_1920x0_80_0_0_fcb63df73eb573fd18da6325c4d278b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, ახალი ამბები
256 ათას ლარზე მეტი ღირებულების სიგარეტის კონტრაბანდა: სამი პირი დააკავეს
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 6-დან 8-წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 6 მარტი— Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამეგრელოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე სამი ადამიანი დააკავა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამართალდამცველებმა სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 54,5 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 256 ათას ლარს აღემატება, ბრალდებულებისგან სამეგრელოს რეგიონში სამ ლოკაციაზე ამოიღეს.
დანაშაული 6-დან 8-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ბრალდებულებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს მასშტაბით გატარებული ღონისძიებების შედეგად, საგამოძიებო სამსახურის მიერ დამატებით გამოვლენილ იქნა მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 20 ფაქტი, რაზეც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 15 პირი, მათგან დაკავებულია 4 პირი.
დანაშაულში მხილებული პირებისაგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში 12.676 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 70 ათას ლარს აღემატება.