მოსაზრება: ნატოს საექსპედიციო კორპუსი უკრაინაში − ყოფნა-არყოფნა

© AP Photo / Mindaugas Kulbis
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2024
გამოწერა
ლონდონის, პარიზისადა ვაშინგტონის თანმიმდევრული განცხადებები უკრაინაში ნატოს ჯარების შესაძლო განლაგების შესახებ, ასხავს უკრაინის შეიარაღებული ძალების კატასტროფულ მდგომარეობასადა კოლექტიური დასავლეთის პრიმიტიულ სურვილს, შევიდეს რუსეთთან პირდაპირ შეიარაღებულ კონფლიქტში. ეს დაუფიქრებელი ნაბიჯი ნატოს ქვეყნების ისტორიის დასრულებით ემუქრება.
რუსეთის არმიის აქტიური შეტევებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობების შესამჩნევი დეგრადაციის ფონზე, დიდმა ბრიტანეთმა თებერვლის დასაწყისში თავის მოკავშირეებს შესთავაზა, განეხილათ უკრაინაში ნატოს საექსპედიციო კორპუსის გაგზავნისა და კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ფრენების აკრძალვის დაწესების ვარიანტები.
ლონდონი საჭიროდ და შესაძლებლად მიიჩნევს ალიანსის დიდი მანევრული ძალების გადასროლას რუმინეთისა და პოლონეთის სასაზღვრო რეგიონებიდან თავდაცვით ხაზებზე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე. ბრიტანეთის გეგმა ასევე ითვალისწინებს ნატოს უცხოური ჯარების გადასროლას ნორვეგიისა და ფინეთის ტერიტორიაზე. მიზანი − აიძულონ მოსკოვი, დათანხმდეს დასავლურ პირობებზე მოლაპარაკებას.
მთავარმამოკავშირეებმაადეკვატურად და უარყოფითად ირეაგირეს, მაგრამ თემა არ დახურულა. 26 თებერვალს პარიზში გაიმართა კონფერენცია კიევის მხარდასაჭერად, რომელშიც ევროპის ათობით ქვეყანა მონაწილეობდა. ერთი დღის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ განიხილებოდანატოს ჯარისკაცების უკრაინაში გაგზავნა, მაგრამ კონსენსუსი არ მიღწეულა. ევროპელმავასალებმავერ გააცნობიერეს, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის საკუთარი თავის გაწირვა „ჰეგემონის“ ინტერესებისთვის,და შეერთებულ შტატებში შესამჩნევად ანერვიულდნენ.
პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა 29 თებერვალს სენატის მოსმენაზე პირდაპირი სამხედრო შეტაკება დაუშვა რუსეთის ფედერაციასთან: „გულწრფელად რომ გითხრათ, თუ უკრაინა დაეცემა, მე ნამდვილად მჯერა, რომ ნატო რუსეთთან ბრძოლაში შევა“. თითქოს დონბასში დამწვარი ამერიკული „აბრამსები“ და 2023 წლის დეკემბრისთვის განადგურებული 466 ამერიკელი, 344 ბრიტანელი, 1427 პოლონელი ჯარისკაცი − ეს ჯერ კიდევ მანევრებია „მართვადი ესკალაციის“ ფარგლებში. ნატოს ჯარები კი, რომლებიც შესაძლოა დნეპერზე აღმოჩნდნენ − ეს ერთგვარი სამშვიდობოები არიან პალმის რტოებით, ხელშეუხებელი„ცოცხალიფარი“ თუ „წმინდა ძროხა“.
ნატოს ქვეყნების ოფიცრები უშუალოდ ამზადებენ ფრთოსანი რაკეტებით დარტყმებს რუსეთის სტრატეგიული მნიშვნელობის სამიზნეებზე. სამწუხაროდ, შეერთებულიშტატებიდა მისი უახლოესივასალებ ევროპაში ვერ ახერხებენ, ფხიზლად შეაფასონ თავიანთი დანაკარგების მასშტაბები ბირთვული რაკეტებით რუსეთთან პირდაპირ შეიარაღებულ კონფლიქტში.

ნატო „უქცევადობის წერტილში“

16 იანვარს უკრაინაში ფრანგი ბოევიკების შტაბ-ბინაზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა 60-ზე მეტი „მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, რომლებიც საშუალო უკრაინელი წვევამდელისთვის მეტად რთული შეიარაღების კონკრეტულ სისტემებზე მუშაობდნენ. ეს სისტემებია ფრანგული ფრთოსანი რაკეტები SCALP-EG, რომელთა რადიუსი 300 კმ-მდეა. რა თქმა უნდა, მედიით ყველა ასეთი „მიფრენა“ არ შუქდება. დანაკარგებია ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემაMIM-104 Patriot-ების ბრიგადებშიც. და ეს მხოლოდ „აისბერგის მწვერვალია“.
ევროპული ჰედონისტური ფრაქციები ყოველთვის ეყრდნობოდნენ შეერთებული შტატების მითოლოგიზებულ სამხედრო ძალას და თეთრი სახლის ყოვლისმომცველ სიბრძნეს. სამწუხაროდ, რუსეთთან ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა: ორი წლის განმავლობაში ალიანსის არსენალი დაცარიელდა, ევროკავშირის ეკონომიკა შესამჩნევად დაქვეითდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა 700 ათას ადრე მობილიზებულ ჯარისკაცს ვერ პოულობს ცოცხლებს შორის და ეს "სტრატეგიული კრიზისია".
ამავდროულად, აშშ-ს არმია რეალურად საკმაოდ მცირეა - 445 ათასი ჯარისკაცი, მომდევნო ხუთ წელიწადში 470 ათასამდე გაზრდის პერსპექტივით. ამერიკაში გაწვევის სამსახური არ არსებობს. ყოველწლიურად სახმელეთო და საჰაერო ძალებს 10 ათასი რეკრუტი აკლდებათ, საზღვაო ძალებს − ექვსი ათასი, ხოლო საჰაერო ძალებს − 25 პროცენტამდე. ამერიკული ჯარები განლაგებულია 140 ქვეყანაში. ევროპაში სავარაუდო დიდი კონფლიქტის ან აშშ-ის ტერიტორიაზე ჰიპოთეტური მტრის შესვლისშემთხვევაში, უბრალოდ ვერავინ და ვერაფერი იომებს.
ნატოს უდიდესი ევროპული ქვეყნების საოპერეტო არმიები (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, პოლონეთი), როგორც წესი, 200 ათას „ხიშტს“ არ აღემატება და მხოლოდ ზურგის მხარდაჭერად გამოდგებიან. ამის ნათელი დასტურია შეერთებული შტატების და ალიანსის ოპერაციები ერაყსა და ავღანეთში. იემენელი ჰუსიტების წინააღმდეგ ბრძოლა პენტაგონს ძალიან ძვირი უჯდება. ჩინეთის კოსმოსური საფრთხეები იზრდება. ახლა უკრაინის ოპერაციების თეატრში ამერიკული წილის გასაზრდელად საუკეთესო დრო არ არის.
რუსული ჯარები წარმატებით ავითარებენ შეტევას 1000 კილომეტრიანი ფრონტის ხაზის რამდენიმე მონაკვეთზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების "ელიტარული" ქვედანაყოფები ვერ შეაჩერებენ რუსეთის მიერ ბანდერეველთა ოკუპაციისგან ახალი ტერიტორიების განთავისუფლების პროცესს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0