მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტუდენტების სწავლის დაფინანსება: პირობები

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერიის შენობა
თბილისის მერიის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2024
გამოწერა
თბილისის მერია სოციალიურად დაუცველ სტუდენტებს სწავლას რამდენიმე წელია უფინანსებს.
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. თბილისის მერია სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით 6 მარტიდან განცხადებების მიღებას იწყებს, ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და თბილისში მცხოვრები საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც ჩარიცხულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე.
დაფინანსების მსურველი ასევე უნდა იყოს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი და რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“, ხოლო ოჯახის მინიჭებული სარეიტინგო ქულა – 150.000 ან ნაკლები.
კარგი ამბავი სტუდენტებისთვის - ახალი წლიდან საქართველოში სტიპენდიები გაიზრდება>>>
დაფინანსების ოდენობა წლიურად არაუმეტეს 2.250 ლარით, ხოლო სემესტრულად არაუმეტეს 1.125 ლარით განისაზღვრა და დამოკიდებული იქნება სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებული შეფასებების საშუალო აკადემიურ მოსწრებაზე
„გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში (არაუმეტეს 1125 ლარი) 50%, 70% ან 100% დაფინანსება", - ნათქვამია განცხადებაში.
დაფინანსების მისაღებად სტუდენტმა თბილისის მერიაში უნდა წარადგინოს პირადი განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი; ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სტუდენტის სტატუსის და წლიური გადასახადის შესახებ; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი წინა სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;
იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის შემთხვევაში საჭიროა დოკუმენტი დროებითი რეგისტრაციის ადგილის შესახებ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები/ანგარიშ-ფაქტურა.
განცხადების მიღება გაგრძელდება 31 მაისის ჩათვლით მისამართზე: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია, შარტავას ქ. N7. დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ თბილისის მერიის ვებგვერდს: www.Tbilisi.gov.ge.
ყველა ახალი ამბავი
0