https://sputnik-georgia.com/20240306/gudauri-chempionats-umaspinzlebs-286730170.html
პირველად ისტორიაში! საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტი მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს
პირველად ისტორიაში! საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტი მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს
Sputnik საქართველო
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის განცხადებით, გუდაური სრულად შეესაბამება ყველა სტანდარტს. 06.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-06T17:00+0400
2024-03-06T17:00+0400
2024-03-06T17:00+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22975/13/229751322_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_45f9d102bf22417a057e327bc5f24959.jpg
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. პირველად საქართველოში გუდაური სნოუბორდში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელიც 6-7 აპრილს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ჩატარდება, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.21 წლამდე სპორტსმენების ჩემპიონატის ჩატარების უფლება საქართველომ მას შემდეგ მოიპოვა, რაც გუდაურში წარმატებით ჩაატარა მსოფლიო თასის ეტაპი სნოუბორდ-კროსის დისციპლინაში.როგორც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციაში აღნიშნეს, გუდაური სრულად აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საორგანიზაციო კუთხით.ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საერთაშორისო ტურნირების ჩატარება პოზიტიურ გავლენას ახდენს მაღალმთიანი რეგიონების ტურისტული ინდუსტრიის გაძლიერებაზე, რაც დადებითად მოქმედებს ეკონომიკაზე.სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი პირველად 1997 წელს იტალიაში ჩატარდა. შემდეგ ღონისძიების მასპინძლები იყვნენ ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, შვეიცარია, შვედეთი.საქართველოს სათხილამურო კურორტები და საერთაშორისო ტურნირებისაქართველომ 2023 წლის თებერვალში ბაკურიანში წარმატებით უმასპინძლა სათხილამურო ფრისტაილის, ფრისკისა და სნოუბორდის მსოფლიოს ჩემპიონატს და მსოფლიოს სპორტულ რუკაზე საპატიო ადგილი დაიკავა.ჩემპიონატის ჩასატარებლად დაახლოებით 300 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა - ბაკურიანში აშენდა სამი ახალი საბაგირო, 29-კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, 307 ათასი კუბური მეტრი ტევადობის ორი წყლის რეზერვუარი და შეჯიბრისთვის ექვსი ახალი ტრასა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22975/13/229751322_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_6db22b5c61379f4289de3610cff61a0a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
პირველად ისტორიაში! საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტი მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის განცხადებით, გუდაური სრულად შეესაბამება ყველა სტანდარტს.
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. პირველად საქართველოში გუდაური სნოუბორდში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელიც 6-7 აპრილს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ჩატარდება, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
21 წლამდე სპორტსმენების ჩემპიონატის ჩატარების უფლება საქართველომ მას შემდეგ მოიპოვა, რაც გუდაურში წარმატებით ჩაატარა მსოფლიო თასის ეტაპი სნოუბორდ-კროსის დისციპლინაში.
როგორც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციაში აღნიშნეს, გუდაური სრულად აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საორგანიზაციო კუთხით.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საერთაშორისო ტურნირების ჩატარება პოზიტიურ გავლენას ახდენს მაღალმთიანი რეგიონების ტურისტული ინდუსტრიის გაძლიერებაზე, რაც დადებითად მოქმედებს ეკონომიკაზე.
„ყოველივე ეს ემსახურება ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ზრდას, საქართველოს სამთო კურორტების სწორ პოზიციონირებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე“, -განაცხადა ქვრივიშვილმა.
სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი პირველად 1997 წელს იტალიაში ჩატარდა. შემდეგ ღონისძიების მასპინძლები იყვნენ ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, შვეიცარია, შვედეთი.
საქართველოს სათხილამურო კურორტები და საერთაშორისო ტურნირები
საქართველომ 2023 წლის თებერვალში ბაკურიანში წარმატებით უმასპინძლა სათხილამურო ფრისტაილის, ფრისკისა და სნოუბორდის მსოფლიოს ჩემპიონატს და მსოფლიოს სპორტულ რუკაზე საპატიო ადგილი დაიკავა.
ჩემპიონატის ჩასატარებლად დაახლოებით 300 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა - ბაკურიანში აშენდა სამი ახალი საბაგირო, 29-კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, 307 ათასი კუბური მეტრი ტევადობის ორი წყლის რეზერვუარი და შეჯიბრისთვის ექვსი ახალი ტრასა.