https://sputnik-georgia.com/20240306/asaks-ver-sheicvlit-sapasporto-kanonmdebloba-mkacrdeba-286712963.html
ასაკს ვეღარ შეიცვლით – რა იცვლება კანონში?
ასაკს ვეღარ შეიცვლით – რა იცვლება კანონში?
Sputnik საქართველო
პარლამენტი კანონში ცვლილებების მიღებას დაჩქარებული წესით გეგმავს 06.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-06T11:31+0400
2024-03-06T11:31+0400
2024-03-06T11:46+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23854/97/238549751_0:148:2000:1273_1920x0_80_0_0_6f3af496fd727ae724aa05bc7f5e7fb8.jpg
თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა პირადობის მოწმობებსა და პასპორტებში მითითებული დაბადების თარიღი მათივე დაბადების აქტების ჩანაწერებში და დაბადების მოწმობებში მითითებული დაბადების თარიღისგან განსხვავდება, პარლამენტი სპეციალურ კანონს მიიღებს.„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად, 1-ელი მაისიდან დაბადების სხვადასხვა თარიღის მქონე პირებზე გაიცემა დოკუმენტები, რომლებშიც იგივე დაბადების თარიღი იქნება მითითებული, რომელიც 2024 წლის 1-ელ მაისამდე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში იყო აღნიშნული.ამასთან, პროექტში მითითებული იქნება, რომ საქართველოს მოქალაქის პირადობის ახალ მოწმობაზე ან საქართველოს მოქალაქის ახალ პასპორტზე დატანილი ჩანაწერი (დაბადების თარიღი) არ შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის/პასპორტის გაუქმების საფუძველი.პროექტის ავტორების თქმით, ახალი კანონის მიღება პასპორტისა თუ პირადობის მოწმობის აღებისას მოქალაქეების პრობლემებს მოაგვარებს. ადრე დაბადების მოწმობასა და პასპორტში თარიღებს შორის შეუსაბამობა აჩენდა კითხვებს დოკუმენტის ნამდვოლობის შესახებ და შეიძლება გამხდარიყო მისი გაუქმების მიზეზი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23854/97/238549751_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_72a661efe1e9ed608c208dc0dc0f03f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები, საზოგადოება
ასაკს ვეღარ შეიცვლით – რა იცვლება კანონში?
11:31 06.03.2024 (განახლებულია: 11:46 06.03.2024) პარლამენტი კანონში ცვლილებების მიღებას დაჩქარებული წესით გეგმავს
თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა პირადობის მოწმობებსა და პასპორტებში მითითებული დაბადების თარიღი მათივე დაბადების აქტების ჩანაწერებში და დაბადების მოწმობებში მითითებული დაბადების თარიღისგან განსხვავდება, პარლამენტი სპეციალურ კანონს მიიღებს.
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად, 1-ელი მაისიდან დაბადების სხვადასხვა თარიღის მქონე პირებზე გაიცემა დოკუმენტები, რომლებშიც იგივე დაბადების თარიღი იქნება მითითებული, რომელიც 2024 წლის 1-ელ მაისამდე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში იყო აღნიშნული.
ამასთან, პროექტში მითითებული იქნება, რომ საქართველოს მოქალაქის პირადობის ახალ მოწმობაზე ან საქართველოს მოქალაქის ახალ პასპორტზე დატანილი ჩანაწერი (დაბადების თარიღი) არ შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის/პასპორტის გაუქმების საფუძველი.
პროექტის ავტორების თქმით, ახალი კანონის მიღება პასპორტისა თუ პირადობის მოწმობის აღებისას მოქალაქეების პრობლემებს მოაგვარებს. ადრე დაბადების მოწმობასა და პასპორტში თარიღებს შორის შეუსაბამობა აჩენდა კითხვებს დოკუმენტის ნამდვოლობის შესახებ და შეიძლება გამხდარიყო მისი გაუქმების მიზეზი.