https://sputnik-georgia.com/20240305/saqartveloshi-islandiis-prezidenti-chamovida-286696189.html
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ისლანდიის პრეზიდენტი ეწვია
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ისლანდიის პრეზიდენტი ეწვია
Sputnik საქართველო
დაგეგმილია ისლანდიის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. 05.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-05T11:00+0400
2024-03-05T11:00+0400
2024-03-05T11:00+0400
საქართველო
ისლანდია
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/05/286695691_0:283:800:733_1920x0_80_0_0_784e2525530679bd3e2b2bed56035b4f.jpg
თბილისი, 5 მარტი - Sputnik. საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი ეწვია, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, ისლანდიის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართება.ვიზიტის ფარგლებში, ორბელიანების სასახლეში გაიმართება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და გუდნი იოჰანესონის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრა, რის შემდეგაც პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.ასევე დაგეგმილია ისლანდიის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან. გარდა ამისა, საპატიო სტუმრის რანგში იოჰანესონი დაესწრება საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) ყოველწლიურ კონფერენციას, რომელიც თბილისში 6-7 მარტს გაიმართება. ისლანდიის პრეზიდენტი წაიკითხავს მოხსენებას „პატარა სახელმწიფოები და დიდი შედეგი: ისლანდია საერთაშორისო ასპარეზზე".თბილისში ვიზიტისას გუდნი იოჰანესონი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც ეწვევა და სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს.დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ისლანდიის რესპუბლიკას შორის დამყარდა 1992 წლის 21 სექტემბერს.1999–2006 წლებში საქართველოს დიპლომატიური გადაფარვა ხორციელდებოდა რუსეთის ფედერაციაში ისლანდიის რესპუბლიკის საელჩოს მიერ.
საქართველო
ისლანდია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/05/286695691_0:208:800:808_1920x0_80_0_0_f60bf7d4320c2b22d84f1c679736a1d3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ისლანდია, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, ისლანდია, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ისლანდიის პრეზიდენტი ეწვია
დაგეგმილია ისლანდიის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
თბილისი, 5 მარტი - Sputnik. საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი ეწვია, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ისლანდიის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში, ორბელიანების სასახლეში გაიმართება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და გუდნი იოჰანესონის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრა, რის შემდეგაც პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ასევე დაგეგმილია ისლანდიის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან.
გარდა ამისა, საპატიო სტუმრის რანგში იოჰანესონი დაესწრება საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) ყოველწლიურ კონფერენციას, რომელიც თბილისში 6-7 მარტს გაიმართება. ისლანდიის პრეზიდენტი წაიკითხავს მოხსენებას „პატარა სახელმწიფოები და დიდი შედეგი: ისლანდია საერთაშორისო ასპარეზზე".
თბილისში ვიზიტისას გუდნი იოჰანესონი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც ეწვევა და სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს.
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ისლანდიის რესპუბლიკას შორის დამყარდა 1992 წლის 21 სექტემბერს.1999–2006 წლებში საქართველოს დიპლომატიური გადაფარვა ხორციელდებოდა რუსეთის ფედერაციაში ისლანდიის რესპუბლიკის საელჩოს მიერ.