მოსაზრება: Taurus-ის „თავგადასავალი“ რუსეთში შესაძლოა გერმანიაზე ბირთვული დარტყმით აისახოს

© photo: Sputnik / Мария Диментова / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2024
გამოწერა
გერმანიაში სტრატეგიული ინფორმაციის პუბლიკაცია ბუნდესვერის მიერ კრიმსკზესარაკეტო დარტყმის მომზადების შესახებ, რუსული დაზვერვის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს ხსნის. „გაჟონვა“ ადასტურებს და აკონკრეტებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებას (29 თებერვალი) პასუხისმგებლობისა და ტრაგიკული (ბირთვული რაკეტების) შედეგების შესახებ ნატოს ქვეყნებისთვის, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ რუსეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში.
გერმანიის ელჩი ალექსანდრ ლამბსდორფი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 4 მარტის დილით მივიდა. ის ბუნდესვერის საჰაერო ძალებისადა კოსმოსური სარდლობის უფროს ოფიცრებს შორის 38 წუთიანი ჩანაწერის საჯარო გამოქვეყნების შემდეგ გამოიძახეს, რომლებიც 19 თებერვალს საჰაერო ბაზებიდან ფრთოსანი რაკეტების გერმანიიდან უკრაინაში ტრანსპორტირებაზე ლაპარაკობდნენ და ყირიმის ხიდზე ათობით Taurus-ით შეტევას გეგმავდნენ.
რა თქმა უნდა, ეს არ არის „ჰიბრიდული საინფორმაციო ომის“ გაგრძელება, როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი და დასავლეთის სხვა ოფიციალური პირები ცდილობენ წარმოადგინონ. მთავარი გზავნილი აშშ-სთვის და ნატოსთვის: მოსკოვმა იცის ყველა დეტალი, მზად არის მიზანმიმართული პასუხი გასცეს ბუნდესვერის სარაკეტო დარტყმასდა პირდაპირ აფრთხილებს მესამე მსოფლიო ომის სავარაუდო პირველ მსხვერპლს − გერმანიას. ანტირუსული განცხადებები და არაკეთილსინდისიერი მეზობლების ქმედებები სულ უფრო და უფრო „ტოქსიკური“ ან „რადიოაქტიური“ ხდება.
ნატოსსტრატეგიულ გადაწყვეტილებებს ვაშინგტონი იღებს. გერმანული (ბრიტანული, ფრანგული) ფრთოსანირაკეტების მიზნებს პენტაგონი განსაზღვრავს. ეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან ბუნდესვერის შემსრულებლებს. გამოცემა Deutschland Kurier ირწმუნება, რომ გაჟონვა მიუთითებს ბუნდესვერის სარდლობის მზადყოფნაზე,მიიღოს გადაწყვეტილებები პარლამენტისა და კანცლერის გვერდის ავლით. გარდა ამისა, გერმანიამ გამოყო 17,7 მილიარდი ევრო უკრაინის არმიის შეიარაღებისთვის − ბევრად მეტი, ვიდრე ვინმე სხვამ ევროპაში.
გერმანიის სამხედრო კონტრდაზვერვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაჟონვას იძიებს და მალე ვიღაცებს თავები წაეცლებათ. გერმანიის ხელმძღვანელობა პანიკამ შეიპყრო. ბერლინი უკიდურესად უხერხულ მდგომარეობაშია. ცოტა ადრე კანცლერმა ოლაფ შოლცმა საჯაროდ "ამხილა" ამერიკელი, ბრიტანელი და ფრანგი სამხედრო პერსონალის მონაწილეობა სარაკეტო თავდასხმების დაგეგმვაში და უშუალო მონაწილეობა საომარ მოქმედებებში უკრაინის ტერიტორიაზე.
უკრაინაში ფრთოსანი რაკეტების გაგზავნის შესახებ დისკუსიაში გერმანიის მმართველი კოალიცია გაიხლიჩა, ჩამოიშალა ბერლინსა და პარიზს შორის ურთიერთგაგება, ლონდონში ნამდვილი დაბნეულობა შეიმჩნევა.

Შავით თეთრზე

კიეველიმარიონეტები მოუწოდებენ "დონორებს", დააჩქარონ შორი დისტანციისიარაღის მიწოდება. ვაშინგტონი თვალთმაქცურად ცდილობს, რომ თავი არბიტრად წარმოაჩინოს. დასავლეთ ევროპაში ვითარება უკიდურესად სერიოზულია - პოლიტიკოსებმა და უბრალო ადამიანებმა დაიწყეს იმ ტრაგედიის გაცნობიერება, რომელიც შეიძლება Taurus-ის სარაკეტო სისტემის სავარაუდო მიწოდებასადა საბრძოლო გამოყენებას მოჰყვეს. პენტაგონმა და ნატომ ადეკვატურად უპასუხეს ვლადიმირ პუტინის გაფრთხილებას 29 თებერვალს. გააკეთებენ თუ არა ისინი სწორ დასკვნებს მომავლისთვის?
უკრაინაში Taurus უახლოეს მომავალში ნამდვილად არ გამოჩნდება - ბერლინის თავზე დამოკლეს ხმალი ჰკიდია. ჭკვიანები სხვების შეცდომებზე სწავლობენ, „ჰეგემონები“ კი საკუთარ შეცდომებზეც (ვიეტნამი, ერაყი, ავღანეთი) ვერ სწავლობენ ვერაფერს.
CIA-ს ყოფილმა ანალიტიკოსმა ლარი ჯონსონმა გუშინ აღნიშნა: „დასავლეთმაგაკვეთილი ვერ ისწავლა. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ რას ამბობს პუტინი. ის სისულელეებს არ ლაპარაკობს, ჯო ბაიდენი კი არ არის − არ ავიწყდება,სად იყო გუშინ. რაც უნდა თქვას პუტინმა, მნიშვნელოვანია. და ის არასოდეს მიმაღტავს ბლეფს. ის არ არის პოკერის მოთამაშე. ის არ არის კლოუნი. ის ზუსტად ამბობს,რასაც გულისხმობს. და გადმოსცემს მას დეტალურად, შავით თეთრზე“. სამწუხაროდ, დასავლეთში ყველას არ შეუძლია ყურის მიგდება.
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა "ბევრი რთული სიტუაცია" იწინასწარმეტყველა უკრაინაში ნატოს იარაღის მიწოდებასთან და დასავლური ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით.
გერმანელი ბიზნესმენი კიმ დოტკომი იხსენებს: „საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების გამო 27 მილიონი ადამიანი დაკარგა. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ჰიტლერზე გამარჯვებაში. საბოლოოდ, მან მიაღწია აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიის გაერთიანებას და გაიყვანა 350 ათასზე მეტი ჯარისკაცი. გერმანიამ და დასავლეთმა დაარღვიეს პირობა, რომ არ გააფართოებდნენ ნატოს აღმოსავლეთით, მაგრამ რუსეთი მაინც აწვდიდა გერმანიას ენერგომატარებლებს40%-იანი ფასდაკლებით, რამაც მის ინდუსტრიას აყვავების საშუალებას მისცა. მე მრცხვენია, რომ გერმანია დღეს რუსეთის მტერია“.
გამოცემა WSJ შეშფოთებულია რუსული დაზვერვის შესამჩნევი გააქტიურებით: „მობილიზაციის ფარგლებში, რუსეთის სადაზვერვო სამსახურებმა შეავსეს ქსელი საზღვარგარეთ და სულ უფრო ხშირად იყენებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თავიანთ ოპერაციებში“. პარადოქსულია, მაგრამ დასავლელი ანალიტიკოსები საკუთარ თვალში მორს ვერ ამჩნევენ.
ესპანური გაზეთი La Razón იტყობინება, რომ ვლადიმირ პუტინი „ბირთვულ იარაღს აწესრიგებს“. მართლაც, მოსკოვი პლანეტის სტრატეგიულ ბირთვულ იარაღში "საკონტროლო წილს" ფლობს. რუსეთის შეიარაღებული ძალები ბრძოლის ველზე იყენებს უნიკალურიჰიპერბგერითირაკეტების მთელ ხაზს, მათ შორის „კინჟალსა“ და „ცირკონს“. რუსეთში მიმდინარეობს უახლესი სისტემების გამოცდები, რომლებმაც დაადასტურა „ბურევესტნიკისა“ და „პოსეიდონის“ უნიკალური მახასიათებლები.
როგორც უნდა იყოს, კეთილი სიტყვა, ეფექტური დაზვერვა და რუსული ბირთვული იარაღი ემსახურება მრავალპოლარული სამყაროს, თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებას.
რედაქცის შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0