https://sputnik-georgia.com/20240305/mamakaci-tyeshi-xanzars-achenda-286698570.html
მამაკაცი, რომელიც კახეთში ტყის გადაწვას ცდილობდა, დააჯარიმეს
მამაკაცი, რომელიც კახეთში ტყის გადაწვას ცდილობდა, დააჯარიმეს
Sputnik საქართველო
უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დაემორჩილოს კანონს. 05.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-05T17:37+0400
2024-03-05T17:37+0400
2024-03-05T17:37+0400
საქართველო
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/19/269771462_0:177:2048:1329_1920x0_80_0_0_aba25e78d4d68e6a9e5cd32c3adcecae.jpg
თბილისი, 5 მაისი - Sputnik. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში ტყის მიმდებარედ მიზანმიმართულად აჩენდა ცეცხლის კერებს, 500 ლარით დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.უწყების ცნობით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფის თანამშრომლებმა ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირების დროს დააფიქსირეს ხანძრის კერა და შენიშნეს მამაკაცი, რომელიც ბალახს ცეცხლს უკიდებდა.მეხანძრეებმა ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გამოიძახეს და აღნიშნული პირი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით - 76-ე მუხლის მეორე ნაწილი - დაჯარიმდა.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დაემორჩილოს კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/19/269771462_88:0:2048:1470_1920x0_80_0_0_14966fe1607b5c28c83ba08a0156c140.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
მამაკაცი, რომელიც კახეთში ტყის გადაწვას ცდილობდა, დააჯარიმეს
უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დაემორჩილოს კანონს.
თბილისი, 5 მაისი - Sputnik. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში ტყის მიმდებარედ მიზანმიმართულად აჩენდა ცეცხლის კერებს, 500 ლარით დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფის თანამშრომლებმა ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირების დროს დააფიქსირეს ხანძრის კერა და შენიშნეს მამაკაცი, რომელიც ბალახს ცეცხლს უკიდებდა.
მეხანძრეებმა ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გამოიძახეს და აღნიშნული პირი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით - 76-ე მუხლის მეორე ნაწილი - დაჯარიმდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დაემორჩილოს კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.