პროკურატურა: მამაკაცი გერებს და მეუღლეს ნაგვის ურნებში მუყაოს ყუთების შეგროვებას აიძულებდა

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურის შენობა
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2024
გამოწერა
თბილისი, 5 მარტი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ მეუღლისა და არასრულწლოვანი გერების მიმართ ჩადენილ ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 15 წლის ვადით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული, სარგებლის მიღების მიზნით, არასრულწლოვან გერებსა და მეუღლეს შრომით ექსპლუატაციას უწევდა.
„იგი ძალადობითა და მუქარით, დაზარალებულებს ნაგვის ურნებში მუყაოსა და პლასტმასის ყუთების შეგროვებასა და გაყიდვას აიძულებდა, მიღებულ თანხას კი ისაკუთრებდა. ბრალდებული ასევე არასრულწლოვნებზე სახელმწიფოს მიერ ყოველთვიურად გაცემულ ფულად დახმარებას თავად ითვისებდა და განკარგავდა", - აღნიშნულია განცხადებაში.
დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 143’-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ“, მესამე ნაწილის "დ“ ქვეპუნქტებით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) და 143’’-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ“, მესამე ნაწილის "ბ“, "გ“, "ე“ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) წარედგინა.
ყველა ახალი ამბავი
0