https://sputnik-georgia.com/20240305/ilia-topuria-tbilisshi-sachempiono-qamars-chamoitans-286701688.html
UFC-ის გამარჯვებული ილია თოფურია საჩემპიონო ქამარს თბილისში ჩამოიტანს
UFC-ის გამარჯვებული ილია თოფურია საჩემპიონო ქამარს თბილისში ჩამოიტანს
Sputnik საქართველო
ილია თოფურია საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩს საჩემპიონო ქამრით გახსნის 05.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-05T15:54+0400
2024-03-05T15:54+0400
2024-03-05T15:54+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0e/273052922_0:150:1440:960_1920x0_80_0_0_b2d1a3afef13f8d1a28f059e0bf9e9f7.jpg
თბილისი, 5 მარტი — Sputnik. UFC-ის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში, ქართველი მებრძოლი ილია თოფურია საჩემპიონო ქამარს თბილისში ჩამოიტანს და 21 მარტს დაგეგმილ საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის წინ გულშემატკივრების წინაშე წარადგენს.შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველმა პროფესიონალმა მებრძოლმა ილია თოფურიამ, რომელსაც იანვარში 27 წელი შეუსრულდა, 18 თებერვალს საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქვემსუბუქ წონაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა. ილია თოფურიამ, რომელიც ესპანეთის სახელით ასპარეზობს, საჩემპიონო ქამარი პირველად 26 თებერვალს „სანტიაგო ბერნაუბეს" სტადიონზე მადრიდის „რეალისა" და „სევილიას" მატჩის დაწყებამდე წარადგინა.საქართველოს ფეხბურთის ნაკრები 21 მარტს ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს დაუპირისპირდება და ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასასვლელად იბრძოლებს. საქართველოს გუნდს ვერ დაეხმარება ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მატჩს ყვითელი ბარათების სიმრავლის გამო გამოტოვებს.C დივიზიონის მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საბერძნეთის და ყაზახეთის გუნდები დაუპირისპირდებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0e/273052922_258:149:1339:960_1920x0_80_0_0_c17e9ffc9e320c48134133264348e61b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
UFC-ის გამარჯვებული ილია თოფურია საჩემპიონო ქამარს თბილისში ჩამოიტანს
ილია თოფურია საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩს საჩემპიონო ქამრით გახსნის
თბილისი, 5 მარტი — Sputnik. UFC-ის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში, ქართველი მებრძოლი ილია თოფურია საჩემპიონო ქამარს თბილისში ჩამოიტანს და 21 მარტს დაგეგმილ საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის წინ გულშემატკივრების წინაშე წარადგენს.
შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველმა პროფესიონალმა მებრძოლმა ილია თოფურიამ, რომელსაც იანვარში 27 წელი შეუსრულდა, 18 თებერვალს საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქვემსუბუქ წონაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა. ილია თოფურიამ, რომელიც ესპანეთის სახელით ასპარეზობს, საჩემპიონო ქამარი პირველად 26 თებერვალს „სანტიაგო ბერნაუბეს" სტადიონზე მადრიდის „რეალისა" და „სევილიას" მატჩის დაწყებამდე წარადგინა.
„თბილისში 21 მარტს ვიქნები", განაცხადა თოფურიამ ესპანელ ჟურნალისტებთან.
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები 21 მარტს ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს დაუპირისპირდება და ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასასვლელად იბრძოლებს. საქართველოს გუნდს ვერ დაეხმარება ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მატჩს ყვითელი ბარათების სიმრავლის გამო გამოტოვებს.
C დივიზიონის მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საბერძნეთის და ყაზახეთის გუნდები დაუპირისპირდებიან.