https://sputnik-georgia.com/20240304/studentebi-swavlas-saxelmwipo-universitetshi-amjobineben-286689507.html
საქართველოში სტუდენტები სწავლას სახელმწიფო სასწავლებლებში ამჯობინებენ - სტატისტიკა
საქართველოში სტუდენტები სწავლას სახელმწიფო სასწავლებლებში ამჯობინებენ - სტატისტიკა
Sputnik საქართველო
ქალები სტუდენტების საერთო რაოდენობის 51,2%-ს, ხოლო მამაკაცები - 48,8%-ს შეადგენენ. 04.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-04T19:14+0400
2024-03-04T19:14+0400
2024-03-04T19:14+0400
საქართველო
საქსტატი
განათლება საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24794/68/247946828_0:158:3001:1846_1920x0_80_0_0_1e01e6400cf6b6d67cc865ba96d3764c.jpg
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. 2023-2024 სასწავლო წლის მონაცემებით, საქართველოში სტუდენტების ძირითადი ნაწილი (59.1%) სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლობს, კერძო სასწავლებლებზე სტუდენტების 40.9% მოდის, მათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოში ფუნქციონირებდა 62 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, მათგან 19 საჯარო და 43 კერძო დაწესებულებაა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაახლოებით ორი მესამედი მდებარეობს თბილისში.უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული ახალგაზრდების საერთო რაოდენობამ 177,8 ათასი შეადგინა, რაც 10,2%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.2023-2024 სასწავლო წელს უმაღლეს სასწავლებლებში 54,3 ათასი ახალგაზრდა ჩაირიცხა, რაც 8,4%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. დიდმა ნაწილმა (32,4 ათასი სტუდენტი) სწავლა სახელმწიფო უნივერსიტეტებში არჩია, 21,9 ათასმა ახალგაზრდამ კი არჩევანი კერძო სასწავლებელზე გააკეთა.ქალები სტუდენტების საერთო რაოდენობის 51,2%-ს, ხოლო მამაკაცები - 48,8%-ს შეადგენენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24794/68/247946828_164:0:2835:2003_1920x0_80_0_0_1c4a770a9b7e9cee07b0cce1a36171fd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, განათლება საქართველოში , ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, განათლება საქართველოში , ახალი ამბები
საქართველოში სტუდენტები სწავლას სახელმწიფო სასწავლებლებში ამჯობინებენ - სტატისტიკა
ქალები სტუდენტების საერთო რაოდენობის 51,2%-ს, ხოლო მამაკაცები - 48,8%-ს შეადგენენ.
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. 2023-2024 სასწავლო წლის მონაცემებით, საქართველოში სტუდენტების ძირითადი ნაწილი (59.1%) სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლობს, კერძო სასწავლებლებზე სტუდენტების 40.9% მოდის, მათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოში ფუნქციონირებდა 62 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, მათგან 19 საჯარო და 43 კერძო დაწესებულებაა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაახლოებით ორი მესამედი მდებარეობს თბილისში.
უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული ახალგაზრდების საერთო რაოდენობამ 177,8 ათასი შეადგინა, რაც 10,2%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.
2023-2024 სასწავლო წელს უმაღლეს სასწავლებლებში 54,3 ათასი ახალგაზრდა ჩაირიცხა, რაც 8,4%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. დიდმა ნაწილმა (32,4 ათასი სტუდენტი) სწავლა სახელმწიფო უნივერსიტეტებში არჩია, 21,9 ათასმა ახალგაზრდამ კი არჩევანი კერძო სასწავლებელზე გააკეთა.
ქალები სტუდენტების საერთო რაოდენობის 51,2%-ს, ხოლო მამაკაცები - 48,8%-ს შეადგენენ.