https://sputnik-georgia.com/20240304/sida-turistebis-ricxvi-izrdeba-statistika-286682570.html
შიდა ტურისტების რიცხვი იზრდება - სტატისტიკური მონაცემები
შიდა ტურისტების რიცხვი იზრდება - სტატისტიკური მონაცემები
Sputnik საქართველო
საქართველოს მცხოვრებლები ყველაზე ხშირად ქვეყანაში მოგზაურობენ ნათესავების ან მეგობრების მოსანახულებლად. 04.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-04T11:00+0400
2024-03-04T11:00+0400
2024-03-04T11:00+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქსტატი
საზოგადოება
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24515/52/245155200_0:0:2001:1125_1920x0_80_0_0_5738c264a6829a074d046207f436c1a4.jpg
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. 2023 წელს საქართველოში შიდა ტურისტების რიცხვი 6,2%-ით გაიზარდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ინფორმაციაში.უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს შიგნით თვეში საშუალოდ იმოგზაურა ქვეყნის 1.278,8 ათასმა მოქალაქემ. მათ განახორციელეს 1.599,4 ათასი ვიზიტი სხვა დასახლებულ პუნქტში, საიდანაც ტურისტული ვიზიტი 693,2 ათასი იყო.საქართველოში ადგილობრივი მოგზაური მოსახლეობის ძირითადი ასაკია 31–50 წელი, მათ საერთო რაოდენობის 36,6% შეადგინეს. მათი მთავარი მიმართულება იყო თბილისი, მეორე ადგილზეა იმერეთი, მესამეზე – ქვემო ქართლი.სად იმგზავრეს და რამდენი დახარჯეს ადგილობრივმა ტურისტებმასაქართველოს მცხოვრებლები ყველაზე ხშირად ქვეყანაში მოგზაურობენ ნათესავების ან მეგობრების მოსანახულებლად, ასევე საყიდლებისთვის და სამკურნალოდ.შიდა ტურისტების საშუალო ხარჯმა 2023 წელს 278 მლნ ლარი შეადგინა, რაც 12%-ით მეტია 2022 წლლის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ერთი ადამიანის საშუალო ხარჯი თვეში შემცირდა 4,7%-ით და 173,8 ლარი შეადგინა.ვიზიტების დროს ფული უმეტესად დაიხარჯა საყიდლებზე, კვებასა და ტრანსპორტზე.შიდა ტურისტების 54,5% ქალია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24515/52/245155200_0:0:1781:1335_1920x0_80_0_0_2220bfc77569525cc1715b2db0a25841.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, საზოგადოება, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, საზოგადოება, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები
შიდა ტურისტების რიცხვი იზრდება - სტატისტიკური მონაცემები
საქართველოს მცხოვრებლები ყველაზე ხშირად ქვეყანაში მოგზაურობენ ნათესავების ან მეგობრების მოსანახულებლად.
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. 2023 წელს საქართველოში შიდა ტურისტების რიცხვი 6,2%-ით გაიზარდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს შიგნით თვეში საშუალოდ იმოგზაურა ქვეყნის 1.278,8 ათასმა მოქალაქემ. მათ განახორციელეს 1.599,4 ათასი ვიზიტი სხვა დასახლებულ პუნქტში, საიდანაც ტურისტული ვიზიტი 693,2 ათასი იყო.
საქართველოში ადგილობრივი მოგზაური მოსახლეობის ძირითადი ასაკია 31–50 წელი, მათ საერთო რაოდენობის 36,6% შეადგინეს. მათი მთავარი მიმართულება იყო თბილისი, მეორე ადგილზეა იმერეთი, მესამეზე – ქვემო ქართლი.
სად იმგზავრეს და რამდენი დახარჯეს ადგილობრივმა ტურისტებმა
საქართველოს მცხოვრებლები ყველაზე ხშირად ქვეყანაში მოგზაურობენ ნათესავების ან მეგობრების მოსანახულებლად, ასევე საყიდლებისთვის და სამკურნალოდ.
რეზიდენტი ტურისტების ვიზიტების მიზანი (ერთი თვის საშუალო მაჩვენებელი)
ვიზიტის მიზანი | ვიზიტების რაოდენობა, ათასი | წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში, % |
Вვიზიტი ნათესავებთან და მეგობრებთან | 755,5 | 47,2 |
შოპინგი | 281,8 | 17,6 |
დასვენება და გართობა | 175,4 | 11,0 |
მეორე სახლში წასვლა | 153,0 | 9,6 |
მკურნალობა | 135,4 | 8,5 |
პროფესიული საქმიანობა | 41,2 | 2,6 |
სხვა | 57,1 | 3,6 |
შიდა ტურისტების საშუალო ხარჯმა 2023 წელს 278 მლნ ლარი შეადგინა, რაც 12%-ით მეტია 2022 წლლის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ერთი ადამიანის საშუალო ხარჯი თვეში შემცირდა 4,7%-ით და 173,8 ლარი შეადგინა.
ვიზიტების დროს ფული უმეტესად დაიხარჯა საყიდლებზე, კვებასა და ტრანსპორტზე.
შიდა ტურისტების ხარჯები (თვის საშუალო მაჩვენებელი):
ხარჯის სახეობა | ხარჯი, მლნ ლარი | ერთი ვიზიტის ხარჯი, ლარი |
შოპინგი | 97,1 | 60,7 |
საკვები და სასმელი | 68,3 | 42,7 |
ტრანსპორტი | 55,6 | 34,8 |
განთავსება | 15,6 | 9,8 |
გართობა | 3,1 | 1,9 |
სხვა | 38,3 | 23,9 |
შიდა ტურისტების 54,5% ქალია.