გარდაიცვალა სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი

© photo: Sputnik / Stringerსანთლები
სანთლები - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2024
გამოწერა
გახოკიძე 2009 წლიდან სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი იყო.
თბილისი, 4 მარტი - Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი, გენერალ-ლეიტენანტი ჯემალ გახოკიძე 73 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება „პირველი არხი“.
გახოკიძე 1973-1997 წლებში იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამომძიებლის, დეპარტამენტის თავმჯდომარისა და მინისტრის მოადგილის თანამდებობებს, 1997-1998 წლებში იყო სახელმწიფო უშიშროების მინისტრი, 1999-2004 კი წლებში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
ჯემალ გახოკიძე 2004-2005 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო, 1989-2004 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი. 2004-2009 წლებში იყო სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, ლექციებს კითხულობდა სისხლის სამართალში, სისხლის სამართლის პროცესსა და კრიმინოლოგიაში. 2009 წლიდან იყო სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი.
გახოკიძეს მინიჭებული აქვს გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება. იყო საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალების „თემიდას“, „ბიზნეს-ინჟინერინგისა“ და ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ელექტრონული ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი.
იყო 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, ხუთი სახელმძღვანელოსა და ორი მონოგრაფიის ავტორი.
ყველა ახალი ამბავი
0