იანვარში ქართულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა - მონაცემები განახლდა

CC BY 2.0 / Tax Credits / Cash Machineბანკომატი
ბანკომატი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2024
გამოწერა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ, მიმდინარე წლის 1-ელი თებერვლის მდგომარეობით 50,22% შეადგინა.
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. 2024 წლის 1–ელი თებერვლისთვის საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ 50,68 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 72,08 მლნ ლარით, ანუ 0,14%-ით მეტია 2024 წლის იანვრის მაჩვენებელზე, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
ანგარიშის თანახმად, იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები შემცირდა 1,95 მლრდ ლარით, ანუ 10,08%-ით, ხოლო დეპოზიტები მოთხოვნამდე – 1,88 მლრდ ლარით, ანუ 6,02%-ით შემცირდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ, მიმდინარე წლის 1–ელი თებერვლის მდგომარეობით 50,22% შეადგინა, რაც 0,95 პროცენტული პუნქტით მეტია 2024 წლის 1–ელი იანვრის მაჩვენებელზე.
იანვარში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8,1% შეადგინა, მათ შორის 10,6% - ლარის დეპოზიტებზე, ხოლო 2,05% – უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე.
ნოემბრის ბოლოს საქართველოში 17 კომერციული ბანკი ფუნქციონირებდა, აქედან 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
ყველა ახალი ამბავი
0