https://sputnik-georgia.com/20240304/evropeli-jurnalistebi-saqartvelos-turistul-potencials-gaecnen-286687137.html
„საქართველო არის მომავალი“: ევროპელი ჟურნალისტები ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
„საქართველო არის მომავალი“: ევროპელი ჟურნალისტები ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
Sputnik საქართველო
ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალები სხვადასხვა საერთაშორისო მედიაპლატფორმაზე გამოქვეყნდება. 04.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-04T17:49+0400
2024-03-04T17:49+0400
2024-03-04T17:49+0400
საქართველო
ტურიზმი
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/06/250810965_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_f8453cc0d95bef93a46ca3dab4272622.jpg
თბილისი, 4 მარტი – Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოპულარული საერთაშორისო გამოცემების ჟურნალისტებს მასპინძლობს. ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრესტურის ფარგლებში საქართველოს ცნობილი გამოცემების Le Figaro-ს, The Telegraph-ის, GQ-ს, Die Presse-ის, Snow-ს, Backcountry Magazine-ის და Downdays-ის ჟურნალისტები საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ავსტრიიდან ეწვივნენ.საქართველოს კულტურული ტურიზმის პოტენციალის გასაცნობად საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებისთვის პრესტური გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტებმა თბილისი, ქუთაისი, პრომეთეს მღვიმე და მესტია მოინახულეს, ასევე გააშუქეს მესტიაში ფრირაიდის მსოფლიო ტური.როგორც Die Presse-ის წარმომადგენელმა, ჯოზეფ იბნერიმ აღნიშნა, საქართველოში საოცარი სათხილამურო პირობებია. ევროპული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული პროდუქტების, სათავგადასავლო ტურიზმის, ზამთრის კურორტებისა და კულტურის შესახებ სტატიებს მოამზადებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/06/250810965_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_595d10ca8884b3f3b3a0de1eae6376f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საზოგადოება, ახალი ამბები
„საქართველო არის მომავალი“: ევროპელი ჟურნალისტები ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალები სხვადასხვა საერთაშორისო მედიაპლატფორმაზე გამოქვეყნდება.
თბილისი, 4 მარტი – Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოპულარული საერთაშორისო გამოცემების ჟურნალისტებს მასპინძლობს.
ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრესტურის ფარგლებში საქართველოს ცნობილი გამოცემების Le Figaro-ს, The Telegraph-ის, GQ-ს, Die Presse-ის, Snow-ს, Backcountry Magazine-ის და Downdays-ის ჟურნალისტები საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ავსტრიიდან ეწვივნენ.
საქართველოს კულტურული ტურიზმის პოტენციალის გასაცნობად საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებისთვის პრესტური გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტებმა თბილისი, ქუთაისი, პრომეთეს მღვიმე და მესტია მოინახულეს, ასევე გააშუქეს მესტიაში ფრირაიდის მსოფლიო ტური.
„საქართველოში პირველად ვარ, გაოცებული ვარ ხედებით. ხალხი ძალიან მეგობრულია, საუკეთესო ხარისხის თოვლია, სწრაფი საბაგიროა. ვამზადებ სტატიას, რომლის სათაურიც იქნება „ადვილი თავგადასავალი“, რადგან აქ ყველაფერი ხელმისაწვდომია. საქართველო არის მომავალი“, – განაცხადა Le Figaro-ს ჟურნალისტმა მეთიუ როსმა.
როგორც Die Presse-ის წარმომადგენელმა, ჯოზეფ იბნერიმ აღნიშნა, საქართველოში საოცარი სათხილამურო პირობებია.
„სვანეთში ძალიან მეგობრული ხალხია, სამთო კურორტი ვითარდება, ნამდვილად საოცარი სათხილამურო პირობებია და, ვფიქრობ, ეს არის ტურისტული მიმართულება, რომელიც პოპულარული გახდება“, – აღნიშნა ჯოზეფ იბნერიმ.
ევროპული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული პროდუქტების, სათავგადასავლო ტურიზმის, ზამთრის კურორტებისა და კულტურის შესახებ სტატიებს მოამზადებენ.