ჩხოროწყუს მერი ყოფილმა თანამშრომელმა სცემა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2024
გამოწერა
ფიზიკური დაპირისპირების მიზეზად ედემ კვარაცხელიას სამსახურიდან გათავისუფლება სახელდება.
თბილისი, 4 მარტი - Sputnik. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერთან, დავით გოგუასთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე მერიის სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი ედემ კვარაცხელია დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი".
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ მოხდა - გოგუა სოფელ მუხურში მიკროჰესის სამუშაოების დასათვალიერებლად იმყოფებოდა, სადაც მივიდა კვარაცხელიაც. ისინი ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელია გუშინ გამოკითხეს და დააკავეს.
თავდაპირველად გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს, თუმცა მოგვიანებით მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება სსკ-ის 353-ე მუხლით გაგრძელდა, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი ედემ კვარაცხელიას სამსახურიდან გათავისუფლება გახდა. კვარაცხელია ჩხოროწყუს მერიის სპორტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან დაახლოებით 1 თვის წინ შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ყველა ახალი ამბავი
0