„ეს იყო სტრესული წლები“: აზარაშვილმა ჯანდაცვის მინისტრობის პერიოდი შეაფასა

© Ministry of Refugees, Labor, Health and Social Affairs of Georgiaზურაბ აზარაშვილი
ზურაბ აზარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2024
გამოწერა
აზარაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე თავისი საქმიანობის ძირითადი მიღწევები ჩამოთვალა
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თავისი სამუშაო შეაჯამა და აღნიშნა, რომ ბოლო წლები განსაკუთრებით დაძაბული იყო, ამის შესახებ აზარაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
აზარაშვილმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტი 2024 წლის 1 მარტს დატოვა.
იგი უწყებას სათავეში 2021 წლის დეკემბრიდან ჩაუდგა. ქვეყნის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის მინისტრს პრობლემები ჰქონდა მენეჯმენტისა და კომუნიკაციის კუთხით, რისი ნათელი მაგალითია თბილისში რესპუბლიკური საავადმყოფოს დაგეგმილი დემონტაჟის ირგვლივ შექმნილი ვითარება.
აზარაშვილმა მადლობა გადაუხადა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ნდობისთვის და 20-წლიანი საბანკო საქმიანობის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობისთვის. მისი თქმით, ეს იყო არა ჩვეულებრივი სამსახური, არამედ ქვეყნისთვის სამსახური.
როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, როდესაც მან ჯანდაცვის სექტორში კონკრეტული თანამდებობა დაიკავა, მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.
„ყოველი დღე სავსე იყო სტრესით, ზეწოლითა და პროტესტით. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება იყო პრინციპული, გაბედული და რისკისშემცველი", - განაცხადა აზარაშვილმა.
ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც აზარაშვილიის სახელს უკავშირდება, არის DRG-სისტემის დანერგვა. სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ 2022 წლის 1 ნოემბრიდან კლინიკების დაფინანსების ახალი სისტემა შემოიღო, რომლის მიხედვითაც იანგარიშება მკურნალობის საბაზისო ტარიფები. საუბარია საერთაშორისო სისტემაზე DRG (Diagnostic Related Group).
აზარაშვილის თქმით, 30 წლის მანძილზე ყველა მინისტრს სურდა ამ სისტემის დანერგვა, რომლის წყალობითაც პაციენტების თანაგადახდა ისტორიულ 10%-მდე შემცირდა და მოსახლეობამ 170 მლნ ლარზე მეტი დაზოგა.
რეფერენტული ფასები
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტებზე ფასების მაქსიმალური ლიმიტების, ანუ რეფერენტული ფასების დაწესება 2023 წლის იანვრიდან დაიწყო. ამგვარად სახელმწიფოს კონტროლს ქვეშ მოექცა მედიკამენტების 200-300%-იანი გაძვირება თავდაპირველ ღირებულებასთან შედარებით.
„თურქეთის ბაზრის გახსნით, რეფერენტული ფასების დაწესებით და ონკოლოგიური მედიკამენტების უშუალოდ მწარმოებლებიდან შესყიდვით წლიურად 400 მლნ ლარი იზოგება", - განაცხადა აზარაშვილმა.
რეფორმის თანახმად, ქრონიკული დაავადებების მქონე 350 ათასი მოქალაქე წლი მანძილზე შეძლებს სახელმწიფოსგან წამლების უფასოდ მიღებას.
ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების უცხოეთში მკურნალობა
2023 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო უპრეცედენტო პროგრამა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების სამკურნალოდ. სახელმწიფო 18 წლამდე ყველა პაციენტის მკურნალობას სრულად აფინანსებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
პაციენტების მშობლებს შეუძლიათ აირჩიონ შვიდი წამყვანი მაღალტექნოლოგიური კლინიკა ესპანეთში, ისრაელსა და თურქეთში. ამ სამედიცინო სერვისით უკვე 60-ზე მეტმა ბავშვმა ისარგებლა.
წამლის ხარისხის ლაბორატორიის გახსნა
2023 წელს გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წამლის ხარისხის ლაბორატორია, რომელიც ქვეყანაში 20 წლის წინ გაუქმდა. წამლის ეროვნული ლაბორატორია ადგილობრივი და იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს სწავლობს. აქამდე მედიკამენტების ხარისხის შესამოწმებლად საქართველოს ევროპის ლაბორატორიებისთვის უწევდა მიმართვა, რაც დაკავშირებული იყო როგორც დროსთან, ასევე გარკვეულ ფინანსურ ხარჯებთან.
გამკაცრდა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტზე კონტროლი.
ექიმების ხელფასების ზრდა
ქვეყანაში პირველად დაინერგა სამედიცინო პერსონალისთვის მინიმალური ხელფასის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც სისტემაში 21 ათასზე მეტ ადამიანს გაეზარდა ყოველთვიური ხელფასი. ამასთან, კლინიკებისთვის დაინერგა საერთაშორისო აკრედიტაციის ვალდებულება დაინერგა.
აზარაშვილმა მომავალ მინისტრს წარმატებები უსურვა.
ყველა ახალი ამბავი
0