https://sputnik-georgia.com/20240303/saqartveloshi-dedis-dges-agnishnaven-286673769.html
საქართველოში დედის დღე აღინიშნება
საქართველოში დედის დღე აღინიშნება
Sputnik საქართველო
დედის დღეს საქართველოში ტრადიციისამებრ 3 მარტს აღნიშნავენ. დღესასწაულის ისტორია ქვეყანაში სამ ათწლეულზე მეტს ითვლის. 03.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-03T10:13+0400
2024-03-03T10:13+0400
2024-03-03T10:13+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24853/64/248536474_410:407:2937:1829_1920x0_80_0_0_933dcb2a0a4f922947e130f8b89ff9aa.jpg
თბილისი, 3 მარტი — Sputnik. საქართველოში 3 მარტს დედის დღეს აღნიშნავენ და ის სახელმწიფოში უქმე დღედ არის გამოცხადებული.დედის დღე საქართველოში 1991 წელს ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაარსდა. ახალმა დღესასწაულმა ფაქტობრივად ჩაანაცვლა ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი, რომელიც, ისევე, როგორც საბჭოთა დღესასწაულების უმეტესობა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაუქმდა.თუმცა ათი წლის შემდეგ, 2002 წლის მარტში საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით 8 მარტმა ისევ მიიღო დღესასწაულის სტატუსი.შესაბამისად, საქართველოში ახლა ქალებსა და დედებს ორი დღესასწაული ეძღვნებათ – 3 და 8 მარტი, და ორივე უქმე დღედ არის გამოცხადებული.დედის დღის ტრადიციებისაქართველოში დედებს დიდ პატივს სცემენ. ის, რომ დედის კულტი ქვეყანაში უძველესი დროიდან იღებს სათავეს, ქართული ენითაც დასტურდება. ამის ნათელი მაგალითია სიტყვები „დედამიწა“, „დედაბოძი“, „დედაენა“ და ა.შ.საქართველოში დედის დღე საოჯახო დღესასწაულია. მისი მიზანია განსაკუთრებით გაუსვას ხაზი ჩვენს ცხოვრებაში დედის მნიშვნელობას, მხარი დაუჭიროს ქალის მიმართ ფაქიზი მოპყრობის ტრადიციას და გაამყაროს ოჯახის ინსტიტუტი.დედის დღის ისტორიადედისადმი მიძღვნილი დღესასწაულები სათავეს ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან იღებს. მაგალითად, ძველი ბერძნები მიწის ქალღმერთს გეას სცემდნენ თაყვანს. ძველი რომაელები – თავიანთი ღმერთების დედას კიბელას, ხოლო ძველი კელტები – ქალღმერთ ბრიჯიტს.ინგლისში „დედის კვირადღეს“ მე-17 საუკუნიდან აღნიშნავდნენ. ბავშვებს, რომლებიც სახლიდან მოშორებით მუშაობდნენ, უფლება ჰქონდათ მშობლიური სახლი წელიწადში ერთხელ ამ დღეს მოენახულებინათ. თუმცა ამ დღესასწაულმა წლების განმავლობაში სხვა მნიშვნელობა შეიძინა და ინგლისელებმა დედების ნაცვლად პატივის მიგება „დედა-ეკლესიისთვის“ დაიწყეს, რის შემდეგაც ეს დღე ნაწილობრივ საეკლესიო გახდა.აშშ-ში დედის დღე მე-20 საუკუნის დასაწყისში შემოიღეს. 1907 წლის მაისში მასწავლებელმა გრაფტონიდან ენი ჯარვისმა დასავლეთ ვირჯინიაში საკუთარი გარდაცვლილი დედის ხსოვნის აღსანიშნავად საზეიმო ცერემონია მოაწყო.სამი წლის შემდეგ ვირჯინიის შტატში დღესასწაულის აღნიშვნა ოფიციალურად დაიწყეს, ხოლო 1914 წლიდან მაისის მეორე კვირა აშშ-ში დედის დღედ და ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადეს.ამ დღესასწაულს მაისის მეორე კვირა დღეს კიდევ 26 სახელმწიფო აღნიშნავს. ხოლო 30 ქვეყანაზე მეტი დედის დღეს სხვა რიცხვში ზეიმობს.დედის დღეს ყველა ქვეყანაში თავისი ისტორია და ტრადიციები გააჩნია, თუმცა საერთო ის არის, რომ დედას ყველგან პატივს სცემენ და ულოცავენ ამ დღეს ერთნაირად – ლექსებით, მისალოცი ბარათებით, საჩუქრებით.დედას ყველანაირი ყურადღება გაახარებს. შეგიძლიათ აჩუქოთ ყვავილები, ტკბილეული, სასიამოვნო წვრილმანები, გაუკეთოთ სასიამოვნო სიურპრიზები. მთავარია გამოხატოთ მადლიერება თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი და ახლობელი ადამიანის მიმართ, რომელმაც თქვენ სიცოცხლე და თავისი სიყვარული გაჩუქათ.დედის დღე – ეს არის კიდევ ერთი შანსი, მადლობა გადაუხადოთ ადამიანს, რომელმაც სიცოცხლე გაჩუქათ, იმ სიყვარულისთვის, ზრუნვისთვის და უანგარო მსხვერპლისთვის, რომელსაც ის საკუთარი შვილების კეთილდღეობისთვის იღებს.გახსოვდეთ, რამდენი წლისაც არ უნდა იყოთ, თქვენ ყოველთვის გჭირდებათ მისი მოფერება და ალერსი.მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24853/64/248536474_432:268:2805:2048_1920x0_80_0_0_f20863429b27178084db4bb964dd340b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში დედის დღე აღინიშნება
დედის დღეს საქართველოში ტრადიციისამებრ 3 მარტს აღნიშნავენ. დღესასწაულის ისტორია ქვეყანაში სამ ათწლეულზე მეტს ითვლის.
თბილისი, 3 მარტი — Sputnik. საქართველოში 3 მარტს დედის დღეს აღნიშნავენ და ის სახელმწიფოში უქმე დღედ არის გამოცხადებული.
დედის დღე საქართველოში 1991 წელს ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაარსდა. ახალმა დღესასწაულმა ფაქტობრივად ჩაანაცვლა ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი, რომელიც, ისევე, როგორც საბჭოთა დღესასწაულების უმეტესობა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაუქმდა.
თუმცა ათი წლის შემდეგ, 2002 წლის მარტში საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით 8 მარტმა ისევ მიიღო დღესასწაულის სტატუსი.
შესაბამისად, საქართველოში ახლა ქალებსა და დედებს ორი დღესასწაული ეძღვნებათ – 3 და 8 მარტი, და ორივე უქმე დღედ არის გამოცხადებული.
საქართველოში დედებს დიდ პატივს სცემენ. ის, რომ დედის კულტი ქვეყანაში უძველესი დროიდან იღებს სათავეს, ქართული ენითაც დასტურდება. ამის ნათელი მაგალითია სიტყვები „დედამიწა“, „დედაბოძი“, „დედაენა“ და ა.შ.
საქართველოში დედის დღე საოჯახო დღესასწაულია. მისი მიზანია განსაკუთრებით გაუსვას ხაზი ჩვენს ცხოვრებაში დედის მნიშვნელობას, მხარი დაუჭიროს ქალის მიმართ ფაქიზი მოპყრობის ტრადიციას და გაამყაროს ოჯახის ინსტიტუტი.
დედისადმი მიძღვნილი დღესასწაულები სათავეს ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან იღებს. მაგალითად, ძველი ბერძნები მიწის ქალღმერთს გეას სცემდნენ თაყვანს. ძველი რომაელები – თავიანთი ღმერთების დედას კიბელას, ხოლო ძველი კელტები – ქალღმერთ ბრიჯიტს.
ინგლისში „დედის კვირადღეს“ მე-17 საუკუნიდან აღნიშნავდნენ. ბავშვებს, რომლებიც სახლიდან მოშორებით მუშაობდნენ, უფლება ჰქონდათ მშობლიური სახლი წელიწადში ერთხელ ამ დღეს მოენახულებინათ. თუმცა ამ დღესასწაულმა წლების განმავლობაში სხვა მნიშვნელობა შეიძინა და ინგლისელებმა დედების ნაცვლად პატივის მიგება „დედა-ეკლესიისთვის“ დაიწყეს, რის შემდეგაც ეს დღე ნაწილობრივ საეკლესიო გახდა.
აშშ-ში დედის დღე მე-20 საუკუნის დასაწყისში შემოიღეს. 1907 წლის მაისში მასწავლებელმა გრაფტონიდან ენი ჯარვისმა დასავლეთ ვირჯინიაში საკუთარი გარდაცვლილი დედის ხსოვნის აღსანიშნავად საზეიმო ცერემონია მოაწყო.
სამი წლის შემდეგ ვირჯინიის შტატში დღესასწაულის აღნიშვნა ოფიციალურად დაიწყეს, ხოლო 1914 წლიდან მაისის მეორე კვირა აშშ-ში დედის დღედ და ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადეს.
ამ დღესასწაულს მაისის მეორე კვირა დღეს კიდევ 26 სახელმწიფო აღნიშნავს. ხოლო 30 ქვეყანაზე მეტი დედის დღეს სხვა რიცხვში ზეიმობს.
დედის დღეს ყველა ქვეყანაში თავისი ისტორია და ტრადიციები გააჩნია, თუმცა საერთო ის არის, რომ დედას ყველგან პატივს სცემენ და ულოცავენ ამ დღეს ერთნაირად – ლექსებით, მისალოცი ბარათებით, საჩუქრებით.
დედას ყველანაირი ყურადღება გაახარებს. შეგიძლიათ აჩუქოთ ყვავილები, ტკბილეული, სასიამოვნო წვრილმანები, გაუკეთოთ სასიამოვნო სიურპრიზები. მთავარია გამოხატოთ მადლიერება თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი და ახლობელი ადამიანის მიმართ, რომელმაც თქვენ სიცოცხლე და თავისი სიყვარული გაჩუქათ.
დედის დღე – ეს არის კიდევ ერთი შანსი, მადლობა გადაუხადოთ ადამიანს, რომელმაც სიცოცხლე გაჩუქათ, იმ სიყვარულისთვის, ზრუნვისთვის და უანგარო მსხვერპლისთვის, რომელსაც ის საკუთარი შვილების კეთილდღეობისთვის იღებს.
გახსოვდეთ, რამდენი წლისაც არ უნდა იყოთ, თქვენ ყოველთვის გჭირდებათ მისი მოფერება და ალერსი.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით