https://sputnik-georgia.com/20240303/propsaswavleblebshi-studentebis-raodenoba-izrdeba-286674689.html
საქართველოს პროფსასწავლებლებში სტუდენტების რაოდენობა იზრდება - სტატისტიკა
საქართველოს პროფსასწავლებლებში სტუდენტების რაოდენობა იზრდება - სტატისტიკა
Sputnik საქართველო
ქვეყნის ხელისუფლება ხელს უწყობს საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის ევროპულ საგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრაციას. 03.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-03T12:00+0400
2024-03-03T12:00+0400
2024-03-03T12:00+0400
საქართველო
საზოგადოება
განათლება საქართველოში
საქსტატი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24010/01/240100121_107:343:1870:1335_1920x0_80_0_0_a67908b1e357522db9b464004fd03ca9.jpg
თბილისი, 3 მარტი — Sputnik. 2023 წელს საქართველოს პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა, 2022 წელთან შედარებით, 9,9%-ით გაიზარდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.უწყების ცნობით, 2023 წელს პროფესიულ-საგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 15,5 ათასი სტუდენტი, მათგან 47,9% ქალი, 52,1% კი მამაკაცი.2023 წლის ბოლოსთვის იმ საგანმანათლებლო სასწავლებლების რაოდენობა, რომლებიც სტუდენტებს პროფესიულ პროგრამებზე იღებდნენ, 96-ს შეადგენდა, აქედან 54 სახელმწიფო, ხოლო 42 – კერძო სასწავლებელი იყო.2023 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 264 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 35,2% ქალია, ხოლო 64,8% მამაკაცი. რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა თბილისსა (42,4%) და ქვემო ქართლში (10,2%).გასულ წელს კურსდამთავრებულთა რაოდენობამ 8,1 ათასი შეადგინა, მათგან 48,3% ქალი და 51,7% მამაკაცია. სტუდენტები სულ უფრო ხშირად ირჩევენ ისეთ საგანმანათლებლო პროგრამებს, როგორიცაა ინჟინერია, ჯანდაცვა, ბიზნეს-ადმინისტრირება, წარმოება და მშენებლობა, სამართალი და ჯანდაცვა.მას შემდეგ, რაც საქართველომ „პროფესიული განათლების შესახებ“ ახალი კანონი მიიღო, ქვეყანაში მნიშვნელოვნად განვითარდა პროფესიული განათლების სხვადასხვა მიმართულებები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24010/01/240100121_110:503:1219:1335_1920x0_80_0_0_a4a1fef971b2b1be6cb49fb642c33e6e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, განათლება საქართველოში , საქსტატი, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, განათლება საქართველოში , საქსტატი, ახალი ამბები
საქართველოს პროფსასწავლებლებში სტუდენტების რაოდენობა იზრდება - სტატისტიკა
ქვეყნის ხელისუფლება ხელს უწყობს საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის ევროპულ საგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრაციას.
თბილისი, 3 მარტი — Sputnik. 2023 წელს საქართველოს პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა, 2022 წელთან შედარებით, 9,9%-ით გაიზარდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
უწყების ცნობით, 2023 წელს პროფესიულ-საგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 15,5 ათასი სტუდენტი, მათგან 47,9% ქალი, 52,1% კი მამაკაცი.
2023 წლის ბოლოსთვის იმ საგანმანათლებლო სასწავლებლების რაოდენობა, რომლებიც სტუდენტებს პროფესიულ პროგრამებზე იღებდნენ, 96-ს შეადგენდა, აქედან 54 სახელმწიფო, ხოლო 42 – კერძო სასწავლებელი იყო.
პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობის მიხედვით ლიდერობს თბილისი (38,1%). შემდეგ მოდის აჭარა (17,2%), სამეგრელო–ზემო სვანეთი (9,7%), კახეთი (4,8%) და ქვემო ქართლი (7,8%).
2023 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 264 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 35,2% ქალია, ხოლო 64,8% მამაკაცი. რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა თბილისსა (42,4%) და ქვემო ქართლში (10,2%).
გასულ წელს კურსდამთავრებულთა რაოდენობამ 8,1 ათასი შეადგინა, მათგან 48,3% ქალი და 51,7% მამაკაცია. სტუდენტები სულ უფრო ხშირად ირჩევენ ისეთ საგანმანათლებლო პროგრამებს, როგორიცაა ინჟინერია, ჯანდაცვა, ბიზნეს-ადმინისტრირება, წარმოება და მშენებლობა, სამართალი და ჯანდაცვა.
მას შემდეგ, რაც საქართველომ „პროფესიული განათლების შესახებ“ ახალი კანონი მიიღო, ქვეყანაში მნიშვნელოვნად განვითარდა პროფესიული განათლების სხვადასხვა მიმართულებები.