პირველად ისტორიაში: ბაკურიანში თოვლის ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატი ტარდება

© photo: Sputnikბაკურიანი - დიდველი
ბაკურიანი - დიდველი - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2024
გამოწერა
ორგანიზატორების ინფორმაციით, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან უცხოელ სპორტსმენებს საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაცია მასპინძლობს.
თბილისი, 3 მარტი - Sputnik. საქართველოში თოვლის ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატი პირველად იმართება, რომელმაც სტარტი ბაკურიანში 1 მარტს აიღო, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
მასპინძლის სტატუსის მოსაპოვებლად საქართველოს კონკურენტი იტალია იყო, თუმცა საბოლოოდ არჩევანი მაინც ბაკურიანზე გაკეთდა.

ტურნირზე საქართველო ორ-ორი გუნდით ასპარეზობს, როგორც ვაჟთა, ისე ქალთა კატეგორიებში.
ტურნირი 1-იდან 3 მარტის ჩათვლით, სასტუმრო „კრისტალის” ტერიტორიაზე იმართება და მასში მონაწილეობენ იტალიის, პოლონეთის, თურქეთის, ჩეხეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, მოლდოვისა და სომხეთის წარმომადგენლები.

თამაში ქვიშის ფრენბურთის ანალოგია და თითოეული გუნდი სამი მოთამაშისგან არის დაკომპლექტებული - თამაში ევროპის ფრენბურთის კონფედერაციამ 2015 წელს ოფიციალურ სპორტის სახეობად დაამატა.
გუშინ, 2 მარტს, ჩემპიონატის ნახევარფინალისტების ვინაობა ცნობილი გახდა. ნახევარფინალში ერთმანეთს უპირისპირდებიან:
გოგონათა გუნდები:
ჩეხეთი - თურქეთი
იტალია პოლონეთი
ვაჟთა გუნდები:
ჩეხეთი - თურქეთი
პოლონეთი - ბულგარეთი.
ყველა ახალი ამბავი
0