https://sputnik-georgia.com/20240302/mzime-tragedia-terjolasi-cancqerze-otxi-adamiani-cavarda-da-dairupa-286672908.html
ტრაგედია თერჯოლაში: მდინარეში ოთხი ადამიანი დაიხრჩო
ტრაგედია თერჯოლაში: მდინარეში ოთხი ადამიანი დაიხრჩო
Sputnik საქართველო
ექვსი ადამიანი ჩანჩქერზე იმყოფებოდა, რა დროსაც ერთ-ერთს ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა 02.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-02T22:55+0400
2024-03-02T22:55+0400
2024-03-02T22:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
იმერეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/1d/285965636_0:82:1280:802_1920x0_80_0_0_af7ee84d9afdd54c70254637f97acf14.jpg
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ძუსაში ოთხი ადამიანი დაიხრჩო, იუწყება „პირველი არხი“.შემთხვევა სოფელ ზედა საზანოში მოხდა.არსებული ინფორმაციით, ექვსი ადამიანი ჩანჩქერზე იმყოფებოდა, რა დროსაც ერთ-ერთს ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა. მის დასახმარებლად მდინარეში ოთხი ადამიანი ჩავიდა, თუმცა ისინი მდინარემ გაიტაცა.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ერთი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა და ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, ხოლო ხმელეთზე მყოფი პირი არ დაშავებულა.თერჯოლის მერის, მანუჩარ რობაქიძის განცხადებით, ცხედრები ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
საქართველო
იმერეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/1d/285965636_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_df97b31a9b582ff777cd30a1391fac1b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, იმერეთი
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, იმერეთი
ტრაგედია თერჯოლაში: მდინარეში ოთხი ადამიანი დაიხრჩო
ექვსი ადამიანი ჩანჩქერზე იმყოფებოდა, რა დროსაც ერთ-ერთს ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ძუსაში ოთხი ადამიანი დაიხრჩო, იუწყება „პირველი არხი“.
შემთხვევა სოფელ ზედა საზანოში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ექვსი ადამიანი ჩანჩქერზე იმყოფებოდა, რა დროსაც ერთ-ერთს ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა. მის დასახმარებლად მდინარეში ოთხი ადამიანი ჩავიდა, თუმცა ისინი მდინარემ გაიტაცა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ერთი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა და ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, ხოლო ხმელეთზე მყოფი პირი არ დაშავებულა.
თერჯოლის მერის, მანუჩარ რობაქიძის განცხადებით, ცხედრები ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.