რეიტინგები საქართველოს ეკონომიკის თავისუფლებას ასახავს - პირველი ვიცე-პრემიერი

© photo: Sputnik / Stringerღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2024
გამოწერა
მთავრობის პოლიტიკა იქითკენ არის მიმართული, რომ ქვეყანაში იყოს ეკონომიკური ზრდა, სტაბილურობა და პროგნოზირებადობა, განაცხადა ვი8ცე-პრემიერმა
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ საქართველოს პოზიციები მიუთითებს თავისუფალ გარემოზე ბიზნესში, რაც ქვეყანაში ეკონომიკურ წინსვლას ხელს უწყობს, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
Heritage Foundation-ის 2024 წლის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ თანახმად, საქართველო რეიტინგში სამი პოზიციით დაწინაურდა და 184 ქვეყანას შორის 32-ე ადგილი დაიკავა.
„საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა ვაჭრობის თავისუფლების კუთხით, ხოლო ფინანსური თავისუფლების კუთხით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ეს მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოში ბიზნესის კეთების კუთხით თავისუფალი გარემოა, რაც ეკონომიკურ წინსვლას ხელს უწყობს“, - აღნიშნა მინისტრმა.
დავითაშვილის თქმით, მთავრობის პოლიტიკა იქითკენ არის მიმართული, რომ ქვეყანაში იყოს ეკონომიკური ზრდა, სტაბილურობა და პროგნოზირებადობა.
„მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას შესაბამის გარემო და ყველა მიმართულებით ხელისუფლება ცდილობს, გააუმჯობესოს პირობები იმისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი იყოს და შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც წინა წლებშიც გვქონდა“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო სტატუსით „ზომიერად თავისუფალი“ 184 ქვეყანას შორის 32-ე ადგილ იკავებს, ხოლო ევროპის 44 ქვეყანას შორის მე-19 ადგილზეა 68,4 მაჩვენებლით. საქართველოს საერთო ქულა აღემატება როგორც რეგიონის (67,2 ქულა), ისე მსოფლიოს საშუალო ქულას (58,6 ქულა).
საქართველო რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს - სლოვაკეთი, ხორვატია, პოლონეთი, სლოვენია, ბელგია, მალტა, რუმინეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, იტალია, საბერძნეთი და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე 7 სახელმწიფოს.
Heritage Foundation-ის შეფასებაში აღნიშნულია, რომ „მიუხედავად რთული გარე და პოლიტიკური გარემოსი, საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ კარგად მუშაობს პოლიტიკის ძირითად სფეროებში. განხორციელდა რეფორმები მარეგულირებელი ეფექტურობის გაზრდის მიზნით და შენარჩუნებულია ღია ბაზრის პოლიტიკა დაბალ საგადასახადო განაკვეთებთან ერთად. ეკონომიკამ აჩვენა გამძლეობის მაღალი დონე“.
ყველა ახალი ამბავი
0