გაპარვა თუ მოტაცება: კახეთის ერთ-ერთ სოფელში ორ მოზარდს ეძებენ

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2024
გამოწერა
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში 13 წლის გოგონა მოიტაცეს, იუწყება „ტვ პირველი“.
გოგონას ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ გოგო თანასოფლელმა, 16 წლის არასრულწლოვანმა ბიჭმა მოიტაცა. არსებული ინფორმაციით, 16 წლის ბიჭმა არასრულწლოვანი გოგო ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა.
მოზარდები 28 თებერვლის შემდეგ არავის უნახავს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მეზობელ მოზარდებს ერთმანეთი უყვარდათ და გაუჩინარების მიზეზიც ეს არის.
სად არიან მოზარდები, სოფელში არ იციან. კახეთის სამხარეო პოლიცია უკვე მესამე დღეა უშედეგოდ ეძებს ორ არასრულწლოვანს.
ფაქტზე გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0