https://sputnik-georgia.com/20240229/telavis-aeroportis-proeqtirebis-konkursshi-gamarjvebuli-kompania-gamovlinda-286633977.html
თელავის აეროპორტის კონცეპტდიზაინის პროექტირების კონკურსში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა
თელავის აეროპორტის კონცეპტდიზაინის პროექტირების კონკურსში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა
Sputnik საქართველო
თელავის აეროპორტის დასრულების შემდეგ ქვეყანაში სულ ექვსი თანამედროვე აეროპორტი იქნება. 29.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-29T12:39+0400
2024-02-29T12:39+0400
2024-02-29T16:56+0400
საქართველო
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
საზოგადოება
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/1d/286641686_0:128:2048:1280_1920x0_80_0_0_7400e8f112f196baebb8ca9eafe4ba5d.jpg
თბილისი, 29 თებერვალი – Sputnik. თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის კონცეფტ-დიზაინის და პროექტირების შესახებ გამოცხადებულ კონკურსში შპს „ხმალაძე არქიტექტორებმა“ გაიმარჯვა, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით 2023 წლის 29 ნოემბერს გამოცხადებულ კონკურსში სულ 13 კომპანია მონაწილეობდა, ჟიურიმ მათ შორის საუკეთესო კონცეპტდიზაინის პროექტად არქიტექტორ გიორგი ხმალაძის ნამუშევარი დაასახელა - აეროპორტების გაერთიანებამ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა.დოკუმენტს ხელი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენდირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და ,,ხმალაძე არქიტექტორების“ დამფუძნებელმა, არქიტექტორმა გიორგი ხმალაძემ მოაწერეს.როდის შესრულდება პირველი რეისი თელავის ახალი აეროპორტიდან>>>კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსანტს პროექტირების სფეროში სულ მცირე ბოლო სამწლიანი გამოცდილება უნდა ჰქონოდა. ამასთან, კონკურსანტს მოეთხოვებოდა 4,5 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი ფართის მქონე მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, კომპანია ,,ხმალაძე არქიტექტორებმა" თელავის აეროპორტის კონცეპტუალური და სქემატური დიზაინი წარმოადგინეს. მათ შორის შენობების ექსტერიერის დიზაინი სამი ხედით, შენობების სქემატური შიდა სივრცითი დაგეგმარება; შენობების ინტერიერის სქემატური დიზაინი და ლანდშაფტის რენდერები.როგორც საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, თელავის აეროპორტის პროექტის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ერთი კონკრეტული რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით შიდა ავიაციის განვითარების კუთხით. ახალი თანამედროვე აეროპორტი თელავის ძველი აეროდრომის ტერიტორიაზე მოეწყობა. აეროპორტის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 25 მლნ ლარია გამოყოფილი - ეროპორტმა პირველი მგზავრები 2024 წლის მაის-ივნისში უნდა მიიღოს.თელავის აეროპორტის დასრულების შემდეგ ქვეყანაში სულ ექვსი თანამედროვე აეროპორტი იქნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/1d/286641686_220:0:1927:1280_1920x0_80_0_0_757611206a16fb674ea13c72abcc533f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
თელავის აეროპორტის კონცეპტდიზაინის პროექტირების კონკურსში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა
12:39 29.02.2024 (განახლებულია: 16:56 29.02.2024) თელავის აეროპორტის დასრულების შემდეგ ქვეყანაში სულ ექვსი თანამედროვე აეროპორტი იქნება.
თბილისი, 29 თებერვალი – Sputnik. თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის კონცეფტ-დიზაინის და პროექტირების შესახებ გამოცხადებულ კონკურსში შპს „ხმალაძე არქიტექტორებმა“ გაიმარჯვა, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით 2023 წლის 29 ნოემბერს გამოცხადებულ კონკურსში სულ 13 კომპანია მონაწილეობდა, ჟიურიმ მათ შორის საუკეთესო კონცეპტდიზაინის პროექტად არქიტექტორ გიორგი ხმალაძის ნამუშევარი დაასახელა - აეროპორტების გაერთიანებამ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა.
დოკუმენტს ხელი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენდირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და ,,ხმალაძე არქიტექტორების“ დამფუძნებელმა, არქიტექტორმა გიორგი ხმალაძემ მოაწერეს.
კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსანტს პროექტირების სფეროში სულ მცირე ბოლო სამწლიანი გამოცდილება უნდა ჰქონოდა. ამასთან, კონკურსანტს მოეთხოვებოდა 4,5 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი ფართის მქონე მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, კომპანია ,,ხმალაძე არქიტექტორებმა" თელავის აეროპორტის კონცეპტუალური და სქემატური დიზაინი წარმოადგინეს. მათ შორის შენობების ექსტერიერის დიზაინი სამი ხედით, შენობების სქემატური შიდა სივრცითი დაგეგმარება; შენობების ინტერიერის სქემატური დიზაინი და ლანდშაფტის რენდერები.
თელავის აეროპორტის განვითარების პროექტი კომპლექსურია და ახალი სატერმინალე ინფრასტრუქტურის გარდა, არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრულად განახლებას მოიცავს – ის 1,7 კმ-მდე გაგრძელდება, ასევე, მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები და აშენდება ახალი სანავიგაციო კოშკურა.
როგორც საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, თელავის აეროპორტის პროექტის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ერთი კონკრეტული რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით შიდა ავიაციის განვითარების კუთხით.
„ეს საშუალებას მოგვცემს, პირდაპირი კავშირები გვქონდეს ქუთაისის, ამბროლაურისა და მესტიის აეროპორტებთან, ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტთან. თელავში თანამედროვე სტანდარტების აეროპორტის არსებობა ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ტურიზმის განვითარების კუთხით. ის ცალსახად ხელს შეუწყობს ტურისტების მობილობის ზრდას“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ახალი თანამედროვე აეროპორტი თელავის ძველი აეროდრომის ტერიტორიაზე მოეწყობა. აეროპორტის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 25 მლნ ლარია გამოყოფილი - ეროპორტმა პირველი მგზავრები 2024 წლის მაის-ივნისში უნდა მიიღოს.
თელავის აეროპორტის დასრულების შემდეგ ქვეყანაში სულ ექვსი თანამედროვე აეროპორტი იქნება.