შალვა პაპუაშვილი: საქართველო ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის ერთგულია

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.02.2024
გამოწერა
დღეისათვის ეს საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგის ერთადერთი ფორმატია.
თბილისი, 29 თებერვალი – Sputnik. საქართველო ერთგულია ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადრე განაცხადეს, „რომ მოსკოვს ჟენევის დისკუსიების სხვა ლოკაციაზე, სავარაუდოდ, მინსკში ან ბაქოში გადატანა სურს“. რუსეთის ხელისუფლებას ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
„ეს არის ქართულ-რუსული ფორმატი, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ ჩამოყალიბდა და ამ ფორმატის ერთგულები ვართ. არ ვიცი, ამ განცხადებებს რა მიზანი აქვს, მაგრამ ამ ფორმატის ერთგული ვართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს, აგრეთვე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები. დღეისათვის ეს საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგის ერთადერთი ფორმატია.
ფრიდონ ინჯია ჟენევის მოლაპარაკებების ალტერნატივის შექმნის ინიციატივით გამოვიდა>>
2008 წლის აგვისტოში თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.
ყველა ახალი ამბავი
0