https://sputnik-georgia.com/20240229/putinis-mimartva-federaluri-krebisadmi-286638316.html
პუტინი: რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალები სრულ მზადყოფნაშია
პუტინი: რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალები სრულ მზადყოფნაშია
Sputnik საქართველო
თბილისი, 29 თებერვალი − Sputnik. რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალები სრულ მზადყოფნაში არიან, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფედერალური კრების... 29.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-29T15:00+0400
2024-02-29T15:00+0400
2024-02-29T15:00+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი
პოლიტიკა
ვლადიმირ პუტინი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/1d/286637310_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_e73be4ce2aa29495a3a2667270da2122.jpg
თბილისი, 29 თებერვალი − Sputnik. რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალები სრულ მზადყოფნაში არიან, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფედერალური კრების წინაშე ყოველწლიური გამოსვლისას.პუტინის თქმით, რუსეთის მიმართ ისმის ბრალდებები, თითქოს მოსკოვი კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსებას აპირებს, რაც ცრუ ბრალდებებია.რუსეთის ლიდერს მიაჩნია, რომ დასავლეთი ცდილობს, რუსეთი შეიარაღების რბოლაში ჩაითრიოს, „გაიმეოროს ხრიკი“, როგორც ეს 1980-იან წლებშიგაუკეთა სსრკ-ს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსეთი ევროპაზე თავდასხმას არ გეგმავს.ამასთან პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთში ახალ იარაღზე მუშაობა გრძელდება და პირობა დადო, რომ მის შესახებ მალე ყველა გაიგებს.პუტინის თქმით, რუსეთში შესაძლო ინტერვენციონისტებისთვის შედეგები ბევრად უფრო ტრაგიკული იქნება, ვიდრე გასულ ეპოქებში იყო. ამასთან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთში ახალი ინტერვენციის მცდელობები შესაძლოა ფართომასშტაბიან კონფლიქტში გადაიზარდოს ბირთვული იარაღის გამოყენებით.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/1d/286637310_194:0:2925:2048_1920x0_80_0_0_f62517ba91e1cf9598f43797bd0b64d8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, პოლიტიკა, ვლადიმირ პუტინი
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, პოლიტიკა, ვლადიმირ პუტინი
თბილისი, 29 თებერვალი − Sputnik. რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალები სრულ მზადყოფნაში არიან, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფედერალური კრების წინაშე ყოველწლიური გამოსვლისას.
პუტინის თქმით, რუსეთის მიმართ ისმის ბრალდებები, თითქოს მოსკოვი კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსებას აპირებს, რაც ცრუ ბრალდებებია.
„სტრატეგიული ბირთვული ძალები გარანტირებული გამოყენებისთვის სრულ მზადყოფნაში არიან. ის, რაც ჩვენ დავგეგმეთ იარაღის სფეროში, რაზეც მე ვისაუბრე 2018 წლის გზავნილში, ყველაფერი შესრულებულია, ან ეს სამუშაო მთავრდება", − თქვა პუტინმა.
რუსეთის ლიდერს მიაჩნია, რომ დასავლეთი ცდილობს, რუსეთი შეიარაღების რბოლაში ჩაითრიოს, „გაიმეოროს ხრიკი“, როგორც ეს 1980-იან წლებშიგაუკეთა სსრკ-ს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსეთი ევროპაზე თავდასხმას არ გეგმავს.
„დასავლეთმა მოახდინა კონფლიქტის პროვოცირება უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში და მსოფლიოს სხვა რეგიონებში. და განაგრძობს ტყუილებს. ახლაისინი ყოველგვარი უხერხულობის გარეშე აცხადებენ, რომ რუსეთი ევროპაზე თავდასხმას აპირებს. მე და თქვენ ხომ გვესმის, რომ ეს უბრალოდ რაღაც ბოდვააა“, − განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ამასთან პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთში ახალ იარაღზე მუშაობა გრძელდება და პირობა დადო, რომ მის შესახებ მალე ყველა გაიგებს.
„ბრძოლაში უკვე გამოყენებულია საზღვაო ბაზირების ჰიპერბგერითი კომპლექსი „ცირკონი“. ეს სისტემა უკვე მწყობრშია. კომპლექსი „სარმატი“ გადაეცა ჯარებსდა ჩვენ მას მალე წარმოვადგენსთ“, − განაცხადა მან.
პუტინის თქმით, რუსეთში შესაძლო ინტერვენციონისტებისთვის შედეგები ბევრად უფრო ტრაგიკული იქნება, ვიდრე გასულ ეპოქებში იყო. ამასთან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთში ახალი ინტერვენციის მცდელობები შესაძლოა ფართომასშტაბიან კონფლიქტში გადაიზარდოს ბირთვული იარაღის გამოყენებით.