პუტინი: დასავლეთს რუსეთის ადგილზე მომაკვდავი სივრცე სჭირდება

© photo: Sputnik / Sergei Guneev
  - Sputnik საქართველო, 1920, 29.02.2024
გამოწერა
თბილისი, 29 თებერვალი − Sputnik. დასავლეთს რუსეთის შიგნიდან დასუსტება სურდა, მაგრამ შეცდა, თქვა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფედერალური კრების წინაშე გამოსვლისას.
„დასავლეთი, თავისი კოლონიური მანერებით, მთელ მსოფლიოში ნაციონალური კონფლიქტების წაქეზების ჩვევებით, ცდილობს შეაფერხოს ჩვენი განვითარება − რუსეთის ნაცვლად, მათ სჭირდებათ დამოკიდებული, ჩამქრალი, მომაკვდავი სივრცე, სადაც ყველაფრის გაკეთებას შეძლებენ, რაც მოესურვებათ. მათ სურთ გაუკეთონ რუსეთს ის, რაც მსოფლიოს ბევრ სხვა რეგიონში გააკეთეს − მათ შორის უკრაინაში, რათა ჩვენს სახლში უთანხმოება შემოიტანონ და შიგნიდან დაგვასუსტონ. მაგრამ მათ არასწორად გამოთვალეს“, − აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, დასავლეთი „რუსეთის მრავალეროვანი ხალხის“, ქრისტიანებისა თუ მუსლიმების, ბუდისტებისა თუ იუდაისტების „მყარ პოზიციასა და სიმტკიცეს შეეჯახა“, რომლებიც მხარდამხარ იბრძვიან „საერთო სამშობლოსთვის“.
ამასთან პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი არავის მისცემს ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის უფლებას.
კონსტიტუციის შესაბამისად, რუსეთის პრეზიდენტი ყოველწლიურად მიმართავს ფედერალურ კრებას ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ. პრეზიდენტის მიმართვა განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების ვექტორს და, როგორც წესი, კანონებისა და დადგენილებების საფუძველი ხდება.
ყველა ახალი ამბავი
0