https://sputnik-georgia.com/20240229/policieli-iaragis-an-narkotikis-chadebit-emuqreboda-286637830.html
პოლიციელი იარაღის ან ნარკოტიკის ჩადებით ემუქრებოდა - ზუგდიდში ძალოვანი დანაშაულში ამხილეს
პოლიციელი იარაღის ან ნარკოტიკის ჩადებით ემუქრებოდა - ზუგდიდში ძალოვანი დანაშაულში ამხილეს
Sputnik საქართველო
დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 29.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-29T14:39+0400
2024-02-29T14:39+0400
2024-02-29T14:39+0400
საქართველო
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0c/286257288_0:65:1280:785_1920x0_80_0_0_c8f8434c87c9843b01e2988ae37b15d9.jpg
თბილისი, 29 თებერვალი – Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივი ამხილა.გამოძიებით დადგინდა, რომ ზუგდიდში მცხოვრებ დაზარალებულ პირს, თავისი შვილის საზღვარგარეთ გაყვანასთან დაკავშირებით კონფლიქტი ყოფილ მეუღლესთან ჰქონდა.აღნიშნული კონფლიქტის მოსაგვარებლად დაზარალებულის ყოფილი მეუღლის ინტერესების დაცვა, მისი ოჯახის ახლობელმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივმა გადაწყვიტა, რომელმაც თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა. კერძოდ, 2024 წლის 13 თებერვალს სამართალდამცველმა დაზარალებულს სახლში მიაკითხა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა - იმ შემთხვევაში, თუ იგი ბავშვის საზღვარგარეთ გასაყვანად უვადო მინდობილობას არ გასცემდა, მას იარაღს ან ნარკოტიკებს ჩაუდებდა.დაზარალებულმა აღნიშნული დანაშაულის შესახებ ინფორმაცია სპეციალური საგამოძიებო სამსახურს მიაწოდა.უწყების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დადგინდა დამნაშავე სამართალდამცველის ვინაობა და მოპოვებული იქნა დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები. პოლიციის დეტექტივს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის წარედგინა და გადაყენებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან. დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0c/286257288_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_12632fc69f07cd05e5d357bb939c89c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
პოლიციელი იარაღის ან ნარკოტიკის ჩადებით ემუქრებოდა - ზუგდიდში ძალოვანი დანაშაულში ამხილეს
დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 29 თებერვალი – Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივი ამხილა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ზუგდიდში მცხოვრებ დაზარალებულ პირს, თავისი შვილის საზღვარგარეთ გაყვანასთან დაკავშირებით კონფლიქტი ყოფილ მეუღლესთან ჰქონდა.
აღნიშნული კონფლიქტის მოსაგვარებლად დაზარალებულის ყოფილი მეუღლის ინტერესების დაცვა, მისი ოჯახის ახლობელმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივმა გადაწყვიტა, რომელმაც თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა.
კერძოდ, 2024 წლის 13 თებერვალს სამართალდამცველმა დაზარალებულს სახლში მიაკითხა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა - იმ შემთხვევაში, თუ იგი ბავშვის საზღვარგარეთ გასაყვანად უვადო მინდობილობას არ გასცემდა, მას იარაღს ან ნარკოტიკებს ჩაუდებდა.
დაზარალებულმა აღნიშნული დანაშაულის შესახებ ინფორმაცია სპეციალური საგამოძიებო სამსახურს მიაწოდა.
უწყების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დადგინდა დამნაშავე სამართალდამცველის ვინაობა და მოპოვებული იქნა დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
პოლიციის დეტექტივს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის წარედგინა და გადაყენებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან.
დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს.