საქართველოს სუვერენიტეტის შელახვის მცდელობა - დეპუტატი ოპოზიციის ინიციატივაზე

© courtesy of Rati Ionatamishviliიონათამიშვილი
იონათამიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.02.2024
გამოწერა
სასამართლო რეფორმა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა - ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, რომელზეც პოლიტიკურ წრეებში ცხარე კამათი არ წყდება.
თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik.მოსამართლეების დანიშვნისას ე.წ. ვეტინგ-კონტროლის შემოღებას გვთავაზობენ უთავმოყვარეო ადამიანები, რომლებიც ცდილობენ შელახონ საქართველოს სუვერენიტეტი, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.
სასამართლო რეფორმის განხილვისას ოპოზიციამ ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის საკითხი წამოაყენა, რომელიც ითვალისწინებდა მოსამართლეთა მონაცემების შემოწმებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტნიორი-ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლების მიერ.

„ფაქტია, რომ ყველა ავტორიტეტული და ობიექტური კვლევის თანახმად, საქართველო ლიდერ პოზიციებზეა მართლმსაჯულების თვალსაზრისით. ფაქტია, რომ სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობა მნიშვნელოვნად გაიზარდა... ამ ყველაფრის ფონზე ე.წ. ვეტინგზე საუბარი, ერთი მხრივ, არის უთავმოყვარეო ადამიანების განხილვის საგანი, მეორე მხრივ კი - მცდელობა შეილახოს არა მარტო მართლმსაჯულება, არამედ ქვეყნის სუვერენიტეტი", - განაცხადა იონათამიშვილმა.

სასამართლო რეფორმა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა - ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, რომელზეც პოლიტიკურ წრეებში ცხარე კამათი არ წყდება. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლოს კლანები მართავენ, მმართველ პარტიაში კი ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ სასამართლო სისტემა ქვეყანაში სრულიად დამოუკიდებელია.
დეპუტატი: საქართველოში ოპოზიცია რადიკალურად დესტრუქციულადაა განწყობილი>>>
ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ სასამართლო რეფორმის რამდენიმე ტალღა გატარდა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი ფასადური ცვლილებებია და ფუნდამენტური რეფორმები უნდა განხორციელდეს. ხელისუფლებას არ სურს ოპოზიციური პარტიების მოთხოვნების გათვალისწინება და აცხადებს, რომ მათ ოპონენტებს სურთ არა თავისუფალი სასამართლო სისტემა, არამედ მათი კონტროლის ქვეშ მყოფი სტრუქტურა.
ოპოზიცია აცხადებს, რომ სასამართლო სისტემას რამდენიმე მოსამართლისგან შექმნილი პროსახელისუფლებო კლანი მართავს.
მოსამართლეები, რომლებსაც ოპოზიცია კლანის წევრებს უწოდებს, 2022 წლის გაზაფხულზე აშშ-ის სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ. სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის" სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ.
მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ბრალდებების მტკიცებულებები საქართველოსთვის არ წარუდგენია.
ყველა ახალი ამბავი
0