ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა იანვარში შემცირდა

© photo: Sputnik / Alexander ImedashviliTBC bank-ის სწრაფი გადახდის აპარატი
TBC bank-ის სწრაფი გადახდის აპარატი - Sputnik საქართველო, 1920, 29.02.2024
გამოწერა
საქართველოში 17 კომერციული ბანკია, მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა 2024 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით, 816,7 მლნ ლარით (-1,55%) შემცირდა და 1 თებერვლისთვის 51,84 მილიარდი ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
საანგარიშო პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 166,78 მილიონი ლარით (-0,58%), ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა - 649,91 მილიონი ლარით (-2,73%) შემცირდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024წლის იანვრის ბოლოს რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 8,51 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 3,21%-ით ნაკლებია, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 14,41 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 3,14%-ით ნაკლებია.
იანვარში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა შემცირდა 0,13%-ით, ანუ 35,41 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, 27,16 მლრდ ლარი შეადგინა.
სესხების მთლიანი მოცულობის ლარიზაციის კოეფიციენტმა 55,3% შეადგინა, რაც 0,54 პროცენტული პუნქტით მეტია 2024 წლის 1 იანვრის მაჩვენებელზე.
იანვრის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
ყველა ახალი ამბავი
0