https://sputnik-georgia.com/20240229/15-mln-dolaramde-ukanono-shemosavlis-legalizacia-5-ucxoeli-daakaves-286639382.html
15 მლნ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცის მცდელობა: ხუთ პირს ბრალი წარუდგინეს
15 მლნ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცის მცდელობა: ხუთ პირს ბრალი წარუდგინეს
Sputnik საქართველო
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. 29.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-29T16:38+0400
2024-02-29T16:38+0400
2024-02-29T16:38+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/71/234097194_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_b7747acc8f4af1f62e8b5971ff9edded.jpg
თბილისი, 29 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის ხუთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გამოძიების მიხედვით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა საქართველოში არსებულ კომერციულ ბანკებში გახსნილ ანგარიშებზე, წარმომავლობის წყაროს დაფარვისა და კანონიერი სახის მიცემის მიზნით, განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხები განათავსეს. აღნიშნული თანხის ნაწილი საზღვარგარეთ, საკუთარ საბანკო ანგარიშებზე გადარიცხეს, ასევე შეიძინეს კრიპტოვალუტა და საქართველოში მდებარე ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონებები.უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებისთანავე ყადაღა დაედო ბრალდებულების საბანკო ანგარიშებზე დარჩენილ თანხებს და მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებებს.დაკავებულებს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინათ, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი წარმომავლობის ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/71/234097194_114:0:1447:1000_1920x0_80_0_0_48cd7d7ffe596d377fa38d90a91ceff8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
15 მლნ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცის მცდელობა: ხუთ პირს ბრალი წარუდგინეს
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
თბილისი, 29 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის ხუთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა საქართველოში არსებულ კომერციულ ბანკებში გახსნილ ანგარიშებზე, წარმომავლობის წყაროს დაფარვისა და კანონიერი სახის მიცემის მიზნით, განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხები განათავსეს. აღნიშნული თანხის ნაწილი საზღვარგარეთ, საკუთარ საბანკო ანგარიშებზე გადარიცხეს, ასევე შეიძინეს კრიპტოვალუტა და საქართველოში მდებარე ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონებები.
„აღნიშნული ქმედებით ბრალდებულებმა დაახლოებით 15 მლნ აშშ დოლარამდე დაუსაბუთებელი შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემა და ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვა“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებისთანავე ყადაღა დაედო ბრალდებულების საბანკო ანგარიშებზე დარჩენილ თანხებს და მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებებს.
დაკავებულებს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინათ, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი წარმომავლობის ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.