https://sputnik-georgia.com/20240228/zemsubuqi-tvitmprinavebis-registraciisa-da-eqspluataciis-wesebi-gamartivda-286613552.html
საქართველოში ზემსუბუქი თვითმფრინავების რეგისტრაციისა და ექსპლუატაციის წესები გამარტივდა
საქართველოში ზემსუბუქი თვითმფრინავების რეგისტრაციისა და ექსპლუატაციის წესები გამარტივდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მწარმოებლის იდენტიფიკაციის", „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის... 28.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-28T10:51+0400
2024-02-28T10:51+0400
2024-02-28T10:51+0400
საქართველო
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/05/278277309_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_5e49efa7fe7cb17b66eac873f9884520.jpg
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მწარმოებლის იდენტიფიკაციის", „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვისა და ექსპლუატაციის“ და „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის“ წესები დაამტკიცა.სააგენტოს ცნობით, 1-ელი თებერვლიდან საქართველოში ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების წარმოება, აღრიცხვა, ექსპლუატაცია და საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის მოპოვება გაცილებით მარტივი პირობებით იქნება შესაძლებელი, რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო ავიაციის აღნიშნული მიმართულების განვითარებას.ახალი წესის საფუძველზე, 1-ელი თებერვლიდან შესაძლებელი ხდება დადგენილ სტანდარტთან (მოქმედ ტექნიკურ პირობებთან) შესაბამისობის დადასტურება მწარმოებლის მიერ დეკლარირების საფუძველზე, რაც დაინტერესებული პირებისთვის ამარტივებს რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტების მიღებას.„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის წესი" ადგენს მოთხოვნებს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების მიმართ და განსაზღვრავს მათი იდენტიფიცირების, აღრიცხვის, მოდიფიკაციის და ექსპლუატაციის წესებსა და პირობებს.აღნიშნული წესის მიღებით 1-ელი თებერვლიდან გამარტივდა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის რეგისტრაციისა და საფრენად ვარგისობის უზრუნველყოფის პროცესი.„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესი" ადგენს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტისა და ინსტრუქტორის მომზადების პროგრამებს, მათი ცოდნის შეფასების პირობებს, პილოტის მოწმობის გაცემის და კვალიფიკაციის მინიჭების, კვალიფიკაციის მოქმედების ვადის გაგრძელების/განახლების მოთხოვნებს. წესის მიღებით, გამარტივებული მოთხოვნები დადგინდა პილოტის ლიცენზიის მისაღებად და მის შესანარჩუნებლად. კერძოდ, 1-ელი თებერვლიდან პილოტ-ინსტრუქტორებს მიეცათ შესაძლებლობა, დამოუკიდებლად განახორციელონ პილოტის მოწმობის მაძიებელი პირების მომზადება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/05/278277309_626:504:2684:2048_1920x0_80_0_0_0d32bc87d0d0ae36eaeb482b33341c5b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მწარმოებლის იდენტიფიკაციის", „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვისა და ექსპლუატაციის“ და „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის“ წესები დაამტკიცა.
სააგენტოს ცნობით, 1-ელი თებერვლიდან საქართველოში ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების წარმოება, აღრიცხვა, ექსპლუატაცია და საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის მოპოვება გაცილებით მარტივი პირობებით იქნება შესაძლებელი, რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო ავიაციის აღნიშნული მიმართულების განვითარებას.
კერძოდ, „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მწარმოებლის იდენტიფიკაციის წესი" ადგენს აღნიშნული ხომალდების მწარმოებლის იდენტიფიკაციის მოთხოვნებს და მწარმოებლის მიერ შემუშავებული და დამზადებული საფრენი აპარატის მოქმედ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის დემონსტრირების ნორმებს.
ახალი წესის საფუძველზე, 1-ელი თებერვლიდან შესაძლებელი ხდება დადგენილ სტანდარტთან (მოქმედ ტექნიკურ პირობებთან) შესაბამისობის დადასტურება მწარმოებლის მიერ დეკლარირების საფუძველზე, რაც დაინტერესებული პირებისთვის ამარტივებს რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტების მიღებას.
„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის წესი" ადგენს მოთხოვნებს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების მიმართ და განსაზღვრავს მათი იდენტიფიცირების, აღრიცხვის, მოდიფიკაციის და ექსპლუატაციის წესებსა და პირობებს.
აღნიშნული წესის მიღებით 1-ელი თებერვლიდან გამარტივდა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის რეგისტრაციისა და საფრენად ვარგისობის უზრუნველყოფის პროცესი.
„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესი" ადგენს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტისა და ინსტრუქტორის მომზადების პროგრამებს, მათი ცოდნის შეფასების პირობებს, პილოტის მოწმობის გაცემის და კვალიფიკაციის მინიჭების, კვალიფიკაციის მოქმედების ვადის გაგრძელების/განახლების მოთხოვნებს.
წესის მიღებით, გამარტივებული მოთხოვნები დადგინდა პილოტის ლიცენზიის მისაღებად და მის შესანარჩუნებლად. კერძოდ, 1-ელი თებერვლიდან პილოტ-ინსტრუქტორებს მიეცათ შესაძლებლობა, დამოუკიდებლად განახორციელონ პილოტის მოწმობის მაძიებელი პირების მომზადება.