„ხელები მავთულით ჰქონდა შეკრული“: 21 წლის გოგონას მკვლელობის ახალი დეტალები

© video: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2024
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ნათლიის შვილი გოგონას ფულს სძალავდა.
თბილისი, 28 თებერვალი - Sputnik. თბილისში, ლილოს დასახლებაში მოკლული 21 წლის გოგოს ცხედარი ხელებშეკრული, ორმოში ჩაგდებული იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „პირველი“.
ახალგაზრდა გოგოს ცხედარი დღეს დილით ლილოს დასახლებაში, წინუბანში, საკუთარ სახლთან ახლოს მუშებმა იპოვეს. მოკლულ ქეთი ჯავახიშვილს ხელები მავთულით ჰქონდა შეკრული და ძალადობის კვალი ეტყობოდა. ის მამამ ამოიცნო.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შუაღამისას გოგონას ნათლიის შვილმა დაურეკა, რომელიც ამავე სოფლის მცხოვრებია. გოგონა სახლიდან გავიდა, დილით კი მისი ცხედარი ნახეს.
„მავთულით ჰქონდა ხელები შეკრული, დასახიჩრებული იყოო. ეჭვი აქვთ ახლომდებარე კორპუსში მცხოვრებზე, ფულს სძალავდა ის ბიჭი მგონი. ამ გოგოს ტელეფონი უპოვიათ გატეხილი“, - განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და გამომძიებლები მუშაობენ. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცავებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ და მის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0