https://sputnik-georgia.com/20240228/ratom-ar-misces-qartul-aviakompanias-ashsh-prenis-ufleba-286624499.html
რატომ არ მისცეს ქართულ ავიაკომპანიას აშშ-ში ფრენის უფლება?
რატომ არ მისცეს ქართულ ავიაკომპანიას აშშ-ში ფრენის უფლება?
Sputnik საქართველო
Air Georgia-ს ერთადერთი თვითმფრინავი ჰყავდა, რომელიც სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ავიაკომპანიის თხოვნის საფუძველზე ამოიღეს. 28.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-28T17:23+0400
2024-02-28T17:23+0400
2024-02-28T17:23+0400
საქართველო
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საზოგადოება
აშშ
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/17/272396913_261:183:1612:943_1920x0_80_0_0_4eb4ff4a115ebc55fc717ac331f56498.jpg
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანია Air Georgia-ს მიერ წარდგენილი სამწლიანი ბიზნეს-გეგმა აშშ-ში ფრენებს არ ითვალისწინებდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი" ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილზე დაყრდნობით.ქვრივიშვილმა სიცრუე უწოდა Air Georgia-ს დამფუძნებლის გიორგი კოდუას განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება ხელს უშლის აშშ-ში ავიაკომპანიის მიერ პირდაპირი ფრენების დაწყებას.როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, Air Georgia-ს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაუქმდა 2022 წლის დეკემბერში, რადგან ავიაკომპანიის ექსპლუატაციაში მყოფი ერთადერთი თვითმფრინავი - (Airbus 330-343) სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღებულ იქნა აღნიშნული საჰაერო ხომალდის მესაკუთრის მოთხოვნით.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/17/272396913_35:0:1812:1333_1920x0_80_0_0_fd18b8049d9da7720c4abb9070e5581c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საზოგადოება, აშშ , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საზოგადოება, აშშ , ახალი ამბები
რატომ არ მისცეს ქართულ ავიაკომპანიას აშშ-ში ფრენის უფლება?
Air Georgia-ს ერთადერთი თვითმფრინავი ჰყავდა, რომელიც სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ავიაკომპანიის თხოვნის საფუძველზე ამოიღეს.
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანია Air Georgia-ს მიერ წარდგენილი სამწლიანი ბიზნეს-გეგმა აშშ-ში ფრენებს არ ითვალისწინებდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი" ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილზე დაყრდნობით.
ქვრივიშვილმა სიცრუე უწოდა Air Georgia-ს დამფუძნებლის გიორგი კოდუას განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება ხელს უშლის აშშ-ში ავიაკომპანიის მიერ პირდაპირი ფრენების დაწყებას.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, Air Georgia-ს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაუქმდა 2022 წლის დეკემბერში, რადგან ავიაკომპანიის ექსპლუატაციაში მყოფი ერთადერთი თვითმფრინავი - (Airbus 330-343) სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღებულ იქნა აღნიშნული საჰაერო ხომალდის მესაკუთრის მოთხოვნით.