https://sputnik-georgia.com/20240228/meria-gerbis-da-droshi-snimushebis-konkurss-gamoacxadebs-286621101.html
1-ელი მარტიდან დედაქალაქის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი იწყება
1-ელი მარტიდან დედაქალაქის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი იწყება
Sputnik საქართველო
დედაქალაქის გერბისა და დროშის საუკეთესო ესკიზებს სპეციალური კომისია გამოავლენს. 28.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-28T14:20+0400
2024-02-28T14:20+0400
2024-02-28T14:20+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/11/283381943_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_678030c7ae7edcd7b81fcc2f79511cef.jpg
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. დედაქალაქის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი იწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. ამჟამინდელი გერბი და დროშა თბილისის საკრებულოს 2005 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზეა მიღებული.კალაძის თქმით, დღეის მდგომარეობით, თბილისი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელსაც მოქმედი კანონით განსაზღვრული გერბი და დროშა არ გააჩნია.კალაძის თქმით, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულ პირებს მერიაში განაცხადების წარდგენა შეუძლიათ მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში.„გამარჯვებული ნიმუშების ავტორი 10 ათასი ლარით დასაჩუქრდება... იმედი გვაქვს, რომ თბილისს სულ მალე ჰერალდიკის წესების შესაბამისი სიმბოლოები ექნება", - აღნიშნა კალაძემ.2005 წელს მიღებული თბილისის გერბი, როგორც ქართული ფარი, მრგვალი ფორმის, დამწერლობით შექმნილი კომპოზიციაა. ეს სახელმწიფო სიმბოლიკა დედაქალაქის ლეგენდაზე აღმოცენებული ჰერალდიკური ნიშანია. რაც შეეხება დროშას, თბილისის დროშა ოთხფეროვანია: თეთრი, მუქი ცისფერი, ოქროსფერი და მუქი წითელი, ხოლო შესრულებისთვის იგულისხმება სამი ფერი თეთრ ფონზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/11/283381943_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_b4ea326cdfa64905dc8eca46064d204f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
1-ელი მარტიდან დედაქალაქის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი იწყება
დედაქალაქის გერბისა და დროშის საუკეთესო ესკიზებს სპეციალური კომისია გამოავლენს.
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. დედაქალაქის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი იწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ამჟამინდელი გერბი და დროშა თბილისის საკრებულოს 2005 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზეა მიღებული.
კალაძის თქმით, დღეის მდგომარეობით, თბილისი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელსაც მოქმედი კანონით განსაზღვრული გერბი და დროშა არ გააჩნია.
„ქალაქის გერბი და დროშა „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ამ მიზნით შეიქმნა სხვადასხვა სფეროს კომპეტენტური წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული კომისია, რომელმაც პირველ ეტაპზე შეიმუშავა საკონკურსო პირობები, რის საფუძველზეც თბილისის მერია მზადაა, გამოაცხადოს დედაქალაქის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი", - განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმით, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულ პირებს მერიაში განაცხადების წარდგენა შეუძლიათ მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში.
„გამარჯვებული ნიმუშების ავტორი 10 ათასი ლარით დასაჩუქრდება... იმედი გვაქვს, რომ თბილისს სულ მალე ჰერალდიკის წესების შესაბამისი სიმბოლოები ექნება", - აღნიშნა კალაძემ.
2005 წელს მიღებული თბილისის გერბი, როგორც ქართული ფარი, მრგვალი ფორმის, დამწერლობით შექმნილი კომპოზიციაა. ეს სახელმწიფო სიმბოლიკა დედაქალაქის ლეგენდაზე აღმოცენებული ჰერალდიკური ნიშანია. რაც შეეხება დროშას, თბილისის დროშა ოთხფეროვანია: თეთრი, მუქი ცისფერი, ოქროსფერი და მუქი წითელი, ხოლო შესრულებისთვის იგულისხმება სამი ფერი თეთრ ფონზე.