https://sputnik-georgia.com/20240228/macharashvili-saqartvelo-ashsh-urtiertobebze-286620146.html
ეს უფრო ვასალური დამოკიდებულებაა, ვიდრე პარტნიორული: დეპუტატი აშშ-თან ურთიერთობებზე
ეს უფრო ვასალური დამოკიდებულებაა, ვიდრე პარტნიორული: დეპუტატი აშშ-თან ურთიერთობებზე
Sputnik საქართველო
როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, რატომღაც გარკვეულ წრეებში გაჩნდა აზრი, ეს ხომ არ არის ურთიერთობის გადახედვა. 28.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-28T13:16+0400
2024-02-28T13:16+0400
2024-02-28T13:35+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
აშშ
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0c/284152446_36:161:888:640_1920x0_80_0_0_0acf9f8ec96a5e283f548a6261f934b9.jpg
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. საქართველო აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში კეთილსინდისიერად აკეთებს ყველაფერს, მაგრამ ქვეყანას 30 წელია არ მიუღია უვიზო რეჟიმი, არც პირდაპირი ავიამიმოსვლა, რაც უფრო მეტად ვასალურ დამოკიდებულებას ჰგავს, ვიდრე სტრატეგიულ პარტნიორობას, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.დეპუტატის თქმით, პრობლემა იმაში მდგომარეობს, მათ სურდათ ქართული საზოგადოება შეეგუებინათ იმისთვის, რომ „მთავარია სტრატეგიული პარტნიორი რას იტყვის და იმის იქეთ, არ უნდა განსაჯო, იგი თუ რა მოქმედებას აწარმოებს".მისი თქმით, 30 წელია საქართველომ აშშ-სთან უვიზო რეჟიმი ვერ მიიღო, ისევე როგორც პირდაპირი ფრენები.„თუ ორმხრივ სტრატეგიულ ურთიერთობაში მე ყველაფერს ვაკეთებ და მეორე მხრიდან არ გადაიდგმება ძირითადი ნაბიჯები, მათ შორის, არც ინვესტიციების გაზრდის თვალსაზრისით და ა.შ. ეს როგორი დამოკიდებულებაა? სტრატეგიული ურთიერთობაა, თუ უფრო ვასალურ დამოკიდებულებას წააგავს", - აღნიშნა დეპუტატმა.როდესაც პირდაპირ საქართველოს წინააღმდეგ იდგმება ნაბიჯები და აღიქვამენ საქართველოს, როგორც კოლონიას, ეს მიუღებელია, აღნიშნა მაჭარაშვილმა.„რატომღაც გარკვეულ წრეებში გაჩნდა აზრი, ეს ხომ არ არის ურთიერთობის გადახედვა. იმის საშიშროებას და რისკს რატომ ვერ ხედავენ, რომ ამით საქართველოს სუვერენიტეტი ილახება? ქვეყნები იბრძვიან სუვერენიტეტის ასამაღლებლად, ჩვენი ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი კი იბრძვის ჩვენი სუვერენიტეტის შელახვისთვის“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ქართველები ნუთუ იმისთვის იბრძოდნენ დამოუკიდებლობისთვის, რომ სხვა ქვეყნების საელჩოებმა დანიშნონ მოსამართლეები და სხვა ქვეყნებიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დანიშნონ მთავრობის წევრები.სასამართლო რეფორმის განხილვისას ოპოზიციამ ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის საკითხი წამოაყენა, რომელიც ითვალისწინებდა მოსამართლეთა მონაცემების შემოწმებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტნიორი-ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლების მიერ.„ხალხის ძალამ" საქმიანობა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩ კელი დეგნანის მისამართით კრიტიკული წერილებითა და განცხადებებით დაიწყო. პირველი გახმაურებული ბრალდება ჯერ კიდევ 2022 წლის ივლისში მოძრაობის ოფიციალურად შექმნამდე იქნა წაყენებული – საუბარი იყო ზეწოლაზე „ქართული ოცნების" დამფუძნებელზე, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილზე კელი დეგნანის მხრიდან.ახალი მოძრაობა დაკომპლექტდა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყოფილი დეპუტატებით. მოძრაობის დამფუძნებლები არიან სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.რაც შეეხება მოსამართლეების დანიშვნის საკითხს, სასამართლო რეფორმა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა - ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, რომელზეც პოლიტიკურ წრეებში ცხარე კამათი არ წყდება. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლოს კლანები მართავენ, მმართველ პარტიაში კი ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ სასამართლო სისტემა ქვეყანაში სრულიად დამოუკიდებელია.ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ სასამართლო რეფორმის რამდენიმე ტალღა გატარდა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი ფასადური ცვლილებებია და ფუნდამენტური რეფორმები უნდა განხორციელდეს. ხელისუფლებას არ სურს ოპოზიციური პარტიების მოთხოვნების გათვალისწინება და აცხადებს, რომ მათ ოპონენტებს სურთ არა თავისუფალი სასამართლო სისტემა, არამედ მათი კონტროლის ქვეშ მყოფი სტრუქტურა.ოპოზიცია აცხადებს, რომ სასამართლო სისტემას რამდენიმე მოსამართლისგან შექმნილი პროსახელისუფლებო კლანი მართავს.მოსამართლეები, რომლებსაც ოპოზიცია კლანის წევრებს უწოდებს, 2022 წლის გაზაფხულზე აშშ-ის სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ. სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის" სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ.მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ბრალდებების მტკიცებულებები საქართველოსთვის არ წარუდგენია.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0c/284152446_124:170:751:640_1920x0_80_0_0_a289a6e22ad92532475273f4b4831aef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, აშშ , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, აშშ , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
ეს უფრო ვასალური დამოკიდებულებაა, ვიდრე პარტნიორული: დეპუტატი აშშ-თან ურთიერთობებზე
13:16 28.02.2024 (განახლებულია: 13:35 28.02.2024) როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, რატომღაც გარკვეულ წრეებში გაჩნდა აზრი, ეს ხომ არ არის ურთიერთობის გადახედვა.
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. საქართველო აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში კეთილსინდისიერად აკეთებს ყველაფერს, მაგრამ ქვეყანას 30 წელია არ მიუღია უვიზო რეჟიმი, არც პირდაპირი ავიამიმოსვლა, რაც უფრო მეტად ვასალურ დამოკიდებულებას ჰგავს, ვიდრე სტრატეგიულ პარტნიორობას, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
დეპუტატის თქმით, პრობლემა იმაში მდგომარეობს, მათ სურდათ ქართული საზოგადოება შეეგუებინათ იმისთვის, რომ „მთავარია სტრატეგიული პარტნიორი რას იტყვის და იმის იქეთ, არ უნდა განსაჯო, იგი თუ რა მოქმედებას აწარმოებს".
„ჩვენ თუ გადავხედავთ ისტორიას, დავინახავთ, რომ ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები ამერიკასთან სტრატეგიულ ურთიერთობებში არის პირნათელი, მათ შორის ჩვენი შრომით და ჩვენი ჯარისკაცების სისხლის ფასად - ათეულობით ჯარისკაცი დაიღუპა, ასევე ათეულობით ჯარისკაცს ჯანმრთელობა დაუზიანდა", - განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, 30 წელია საქართველომ აშშ-სთან უვიზო რეჟიმი ვერ მიიღო, ისევე როგორც პირდაპირი ფრენები.
„თუ ორმხრივ სტრატეგიულ ურთიერთობაში მე ყველაფერს ვაკეთებ და მეორე მხრიდან არ გადაიდგმება ძირითადი ნაბიჯები, მათ შორის, არც ინვესტიციების გაზრდის თვალსაზრისით და ა.შ. ეს როგორი დამოკიდებულებაა? სტრატეგიული ურთიერთობაა, თუ უფრო ვასალურ დამოკიდებულებას წააგავს", - აღნიშნა დეპუტატმა.
როდესაც პირდაპირ საქართველოს წინააღმდეგ იდგმება ნაბიჯები და აღიქვამენ საქართველოს, როგორც კოლონიას, ეს მიუღებელია, აღნიშნა მაჭარაშვილმა.
„რატომღაც გარკვეულ წრეებში გაჩნდა აზრი, ეს ხომ არ არის ურთიერთობის გადახედვა. იმის საშიშროებას და რისკს რატომ ვერ ხედავენ, რომ ამით საქართველოს სუვერენიტეტი ილახება? ქვეყნები იბრძვიან სუვერენიტეტის ასამაღლებლად, ჩვენი ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი კი იბრძვის ჩვენი სუვერენიტეტის შელახვისთვის“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ქართველები ნუთუ იმისთვის იბრძოდნენ დამოუკიდებლობისთვის, რომ სხვა ქვეყნების საელჩოებმა დანიშნონ მოსამართლეები და სხვა ქვეყნებიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დანიშნონ მთავრობის წევრები.
სასამართლო რეფორმის განხილვისას ოპოზიციამ ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის საკითხი წამოაყენა, რომელიც ითვალისწინებდა მოსამართლეთა მონაცემების შემოწმებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტნიორი-ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლების მიერ.
„ეს არის ზუსტად ის, რაც მათ სურთ. ეს ხომ არღვევს ჩვენს სუვერენიტეტს და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენ გადავხედავთ ნებისმიერ ურთიერთობას, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
„ხალხის ძალამ" საქმიანობა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩ კელი დეგნანის მისამართით კრიტიკული წერილებითა და განცხადებებით დაიწყო. პირველი გახმაურებული ბრალდება ჯერ კიდევ 2022 წლის ივლისში მოძრაობის ოფიციალურად შექმნამდე იქნა წაყენებული – საუბარი იყო ზეწოლაზე „ქართული ოცნების" დამფუძნებელზე, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილზე კელი დეგნანის მხრიდან.
ახალი მოძრაობა დაკომპლექტდა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყოფილი დეპუტატებით. მოძრაობის დამფუძნებლები არიან სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.
რაც შეეხება მოსამართლეების დანიშვნის საკითხს, სასამართლო რეფორმა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა - ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, რომელზეც პოლიტიკურ წრეებში ცხარე კამათი არ წყდება. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლოს კლანები მართავენ, მმართველ პარტიაში კი ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ სასამართლო სისტემა ქვეყანაში სრულიად დამოუკიდებელია.
ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ სასამართლო რეფორმის რამდენიმე ტალღა გატარდა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი ფასადური ცვლილებებია და ფუნდამენტური რეფორმები უნდა განხორციელდეს. ხელისუფლებას არ სურს ოპოზიციური პარტიების მოთხოვნების გათვალისწინება და აცხადებს, რომ მათ ოპონენტებს სურთ არა თავისუფალი სასამართლო სისტემა, არამედ მათი კონტროლის ქვეშ მყოფი სტრუქტურა.
ოპოზიცია აცხადებს, რომ სასამართლო სისტემას რამდენიმე მოსამართლისგან შექმნილი პროსახელისუფლებო კლანი მართავს.
მოსამართლეები, რომლებსაც ოპოზიცია კლანის წევრებს უწოდებს, 2022 წლის გაზაფხულზე აშშ-ის სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ. სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის" სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ.
მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ბრალდებების მტკიცებულებები საქართველოსთვის არ წარუდგენია.