https://sputnik-georgia.com/20240228/ass-is-elci-qartul-enasi-mamrobiti-da-debrobiti-sqesi-ar-arsebobs-286629501.html
აშშ-ის ელჩი: ქართულ ენაში მამრობითი და მდედრობითი სქესი არ არსებობს
აშშ-ის ელჩი: ქართულ ენაში მამრობითი და მდედრობითი სქესი არ არსებობს
Sputnik საქართველო
ენტონი ბლინკენის მოწოდებას თანამშრომლებისადმი, გამოიყენონ გენდერულად ნეიტრალური ტერმინები, საქართველოს პარლამენტის სპიკერიც კი გამოეხმაურა 28.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-28T22:45+0400
2024-02-28T22:45+0400
2024-02-28T22:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი
ლგბტ-თემის პრობლემები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0f/284243047_61:415:2048:1532_1920x0_80_0_0_0063ccd7a7263bf95d1012a64d41da5b.jpg
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. საქართველოს არ ეხება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტი, რომელიც თანამშრომლებს გენდერულად ნეიტრალური ტერმინების გამოყენებისკენ მოუწოდებს, განაცხადა ამერიკის ელჩმა რობინ დანიგანმა ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ და დასძინა, რომ ქართული ნაცვალსახელები სქესს არ განსაზღვრავს.აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ამერიკელ დიპლომატებს რეკომენდაცია მიეცათ არ გამოიყენონ ისეთი სიტყვები, როგორიცაა „დედა", „მამა", „ქმარი" და „ცოლი" და გამოიყენონ ტერმინები „მშობელი“ და „მეუღლე“.ამასთან ელჩმა აღნიშნა, რომ ყველამ ის ენა უნდა გამოიყენოს, რომელიც სხვების პატივისცემას გამოხატავს.„ყველა ქვეყანას აქვს უფლება საკუთარი ენობრივი სტანდარტები დაადგინოს, გადაწყვიტოს უნდა თუ არა სქესის გამოყენება მიმართვების დროს, ა.შ. და იქ შიგნითაც არის დიდი დისკუსია და უკმაყოფილება ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.მისი თქმით, მნიშვნელოვანია გენდერმა თავისი ღირებულება არ დაკარგოს.„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოების მკაფიო პოზიცია იყოს ამასთან დაკავშირებით. მათ შორის იქიდან გამომდინარე, რომ არ დაიწყოს ნელ-ნელა რაღაც გრანტების შემოდინება იმისთვის, რომ წახალისდეს საქართველოში სქესის მიხედვით დიფერენციაციის ხაზგასმა, იდეა ეს არის, რომ სქესმა უნდა დაკარგოს თავისი ღირებულება, ადამიანური გაგება, რაც ყოველთვის ჰქონდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.რატომ აფინანსებენ საელჩოები ლგბტქ პროპაგანდას საქართველოში? დეპუტატი განმარტებას ითხოვს>>შეიძლება დღეს გვეცინებოდეს ამ თემაზე, მაგრამ აქ სასაცილო არაფერი არ არის, აღნიშნა მან.„მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამაზე მკაფიო პოზიცია იქონიონ, ვინაიდან როგორც გვაჩვენებს ჩვენ გამოცდილება, შემდეგ უკვე მათი მეშვეობით ხდება ასეთი ტიპის ნარატივების შემოტანა ქართულ დისკურსში“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.მზარდი ლიბერალური მოძრაობების ფონზე გენდერის გაუფასურების თემა ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. საქართველოს ხელისუფლება კონსერვატიულ შეხედულებებს ემხრობა. ისინი სულ უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ ოჯახური ღირებულებების და ტრადიციების მნიშვნელობაზე და ლგბტ პროპაგანდის დაუშვებლობაზე.ქვეყნის კონსტიტუცია მკაფიოდ არის გაწერილი, რომ ქორწინება შესაძლებელია მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0f/284243047_250:432:1717:1532_1920x0_80_0_0_638c0a28920ad08946a8b0bea0887006.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი, ლგბტ-თემის პრობლემები , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი, ლგბტ-თემის პრობლემები , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი
აშშ-ის ელჩი: ქართულ ენაში მამრობითი და მდედრობითი სქესი არ არსებობს
ენტონი ბლინკენის მოწოდებას თანამშრომლებისადმი, გამოიყენონ გენდერულად ნეიტრალური ტერმინები, საქართველოს პარლამენტის სპიკერიც კი გამოეხმაურა
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. საქართველოს არ ეხება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტი, რომელიც თანამშრომლებს გენდერულად ნეიტრალური ტერმინების გამოყენებისკენ მოუწოდებს, განაცხადა ამერიკის ელჩმა რობინ დანიგანმა ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ და დასძინა, რომ ქართული ნაცვალსახელები სქესს არ განსაზღვრავს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ამერიკელ დიპლომატებს რეკომენდაცია მიეცათ არ გამოიყენონ ისეთი სიტყვები, როგორიცაა „დედა", „მამა", „ქმარი" და „ცოლი" და გამოიყენონ ტერმინები „მშობელი“ და „მეუღლე“.
„მე ვიტყვი, რომ ამას საქართველოსთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს ჩვენ არ გამოგვიქვეყნებია საქართველოსთვის... რაც შეეხება ენას, ქართულ ენაშიც არ არის სქესის განმსაზღვრელი ნაცვალსახელები, რაც ჩემი აზრით, საინტერესოა. მე კი ვარ ამაყი დედა, ამაყი ცოლი, ამაყი და, ჩემი შვილებიც, ჩემი მშობლებიც“, - განუცხადა დანიგანმა ჟურნალისტებს.
ამასთან ელჩმა აღნიშნა, რომ ყველამ ის ენა უნდა გამოიყენოს, რომელიც სხვების პატივისცემას გამოხატავს.
„ყველა ქვეყანას აქვს უფლება საკუთარი ენობრივი სტანდარტები დაადგინოს, გადაწყვიტოს უნდა თუ არა სქესის გამოყენება მიმართვების დროს, ა.შ. და იქ შიგნითაც არის დიდი დისკუსია და უკმაყოფილება ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია გენდერმა თავისი ღირებულება არ დაკარგოს.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოების მკაფიო პოზიცია იყოს ამასთან დაკავშირებით. მათ შორის იქიდან გამომდინარე, რომ არ დაიწყოს ნელ-ნელა რაღაც გრანტების შემოდინება იმისთვის, რომ წახალისდეს საქართველოში სქესის მიხედვით დიფერენციაციის ხაზგასმა, იდეა ეს არის, რომ სქესმა უნდა დაკარგოს თავისი ღირებულება, ადამიანური გაგება, რაც ყოველთვის ჰქონდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
შეიძლება დღეს გვეცინებოდეს ამ თემაზე, მაგრამ აქ სასაცილო არაფერი არ არის, აღნიშნა მან.
„მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამაზე მკაფიო პოზიცია იქონიონ, ვინაიდან როგორც გვაჩვენებს ჩვენ გამოცდილება, შემდეგ უკვე მათი მეშვეობით ხდება ასეთი ტიპის ნარატივების შემოტანა ქართულ დისკურსში“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მზარდი ლიბერალური მოძრაობების ფონზე გენდერის გაუფასურების თემა ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. საქართველოს ხელისუფლება კონსერვატიულ შეხედულებებს ემხრობა. ისინი სულ უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ ოჯახური ღირებულებების და ტრადიციების მნიშვნელობაზე და ლგბტ პროპაგანდის დაუშვებლობაზე.
ქვეყნის კონსტიტუცია მკაფიოდ არის გაწერილი, რომ ქორწინება შესაძლებელია მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის.