4 მარტამდე საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2024
გამოწერა
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა.
თბილისი, 28 თებერვალი - Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 4 მარტამდე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 9-11 გრადუსია მოსალოდნელი.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) თბილი და უნალექო ამინდია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 20-22 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებშიც (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) თბილი და უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 19-21 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 15-17 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) უნალექო ამინდია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 12-14 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 11-13 გრადუსამდე მოიმატებს.
კახეთშიც (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 10-12 გრადუსამდე მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო) უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 10-12 გრადუსამდე მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) უნალექო ამინდია ნავარაუდევი. ჰაერი დღისით პლუს 6-8 გრადუსამდე გათბება.
ყველა ახალი ამბავი
0