რუსეთი ბენზინის ექსპორტის აკრძალვას გეგმავს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბენზინგასამართი სადგური
ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2024
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, საწვავის ექსპორტზე დროებითი აკრძალვის დაწესების მიზანი გაზაფხულსა და ზაფხულში მოთხოვნის ზრდის დარეგულირებაა.
თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. რუსეთის მთავრობა 1-ლი მარტიდან ბენზინის ექსპორტის 6 თვით აკრძალვას გეგმავს, აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებთან რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკის წარმომადგენელმა დაადასტურა.
მანამდე გამოცემა РБК-მ, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა მხარი დაუჭირა 1 მარტიდან ბენზინის ექსპორტის დროებით აკრძალვას და საფონდო ბირჟაზე დიზელის საწვავის გაყიდვების 16%-მდე გაზრდას.
კითხვაზე, ეს სიმართლეა თუ არა, ნოვაკის წარმომადგენელმა უპასუხა: „დიახ".
РБК-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ ექსპორტის შეზღუდვის წინადადების ავტორი ნოვაკი იყო, რომლის განმარტებითაც საწვავის ექსპორტზე დროებითი აკრძალვის დაწესების მიზანი გაზაფხულსა და ზაფხულში მოთხოვნის ზრდის დარეგულირებაა.
გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდვა არ შეეხება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს, ასევე აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონს, მონღოლეთსა და უზბეკეთს.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ბენზინი და დიზელის საწვავი რუსეთიდან შემოვიდა - 736,1 ათასი ტონა, რაც მთლიანი იმპორტის 60,9%-ია.
ყველა ახალი ამბავი
0