https://sputnik-georgia.com/20240227/ra-shemtxvevashi-miigeben-cxovelis-jilexit-sikvdilis-shemtxvevashi-mepatroneebi-kompensacias-286571832.html
რა შემთხვევაში მიიღებენ ცხოველის ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაში მეპატრონეები კომპენსაციას
რა შემთხვევაში მიიღებენ ცხოველის ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაში მეპატრონეები კომპენსაციას
Sputnik საქართველო
კომპენსაციის გაცემის გადაწყვეტილებას სააგენტოს მიერ შექმნილი კომისია ჯილეხით ცხოველის სიკვდილის დადასტურებიდან ერთი თვის ვადაში მიიღებს. 27.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-27T14:06+0400
2024-02-27T14:06+0400
2024-02-27T14:06+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266358385_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_8fb0bd0b7ce71cc6daab8f2d3b399624.jpg
თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. ცხოველის ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაში მეპატრონეები სახელმწიფოსგან ფულად კომპენსაციას მიიღებენ, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.უწყების ცნობით, კომპენსაცია გაიცემა ჯილეხის ლაბორატორიულად დადასტურების შემთხვევაში - კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს და გასცემს სურსათის ეროვნული სააგენტო.ჯილეხი (ციმბირის წყლული) - ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდებიან შინაური და გარეული ცხოველები. ჯილეხით ავადდება ადამიანიც. ადამიანის დაინფიცირება ძირითადად დაავადებული ცხოველის დაკვლის, მისი ხორცის გამოყენებით ან დაბინძურებული ნიადაგიდან ხდება. დაავადების გადატანაში გარკვეული როლი მიუძღვით მექანიკურ გადამტანებს, კერძოდ, სისხლისმწოველ მწერებს.კომპენსაციის მიღებას შეძლებენ:უწყების ცნობით, კომპენსაცია არ გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (ცხოველის ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინაცია/რევაქცინაცია) პასუხისმგებელმა პირმა უარი განაცხადა ცხოველის ვაქცინაციაზე და არსებობს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ გაკეთებული ჩანაწერი პასუხისმგებელი პირის მხრიდან უარის განცხადების თაობაზე. კომპენსაციის გაცემის გადაწყვეტილებას სააგენტოს მიერ შექმნილი კომისია ჯილეხით ცხოველის სიკვდილის დადასტურებიდან ერთი თვის ვადაში მიიღებს.„კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ წესი 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა. ახალი წესის ამოქმედება შესაძლებელი გახდა ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის (NAITS) პროექტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთობლივი მუშაობის შედეგად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266358385_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_90e82a136d2f2608b11575dc2e1f4010.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ახალი ამბები, საზოგადოება
რა შემთხვევაში მიიღებენ ცხოველის ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაში მეპატრონეები კომპენსაციას
კომპენსაციის გაცემის გადაწყვეტილებას სააგენტოს მიერ შექმნილი კომისია ჯილეხით ცხოველის სიკვდილის დადასტურებიდან ერთი თვის ვადაში მიიღებს.
თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. ცხოველის ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაში მეპატრონეები სახელმწიფოსგან ფულად კომპენსაციას მიიღებენ, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს
განცხადებაში.
უწყების ცნობით, კომპენსაცია გაიცემა ჯილეხის ლაბორატორიულად დადასტურების შემთხვევაში - კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს და გასცემს სურსათის ეროვნული სააგენტო.
ჯილეხი (ციმბირის წყლული) - ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდებიან შინაური და გარეული ცხოველები. ჯილეხით ავადდება ადამიანიც. ადამიანის დაინფიცირება ძირითადად დაავადებული ცხოველის დაკვლის, მისი ხორცის გამოყენებით ან დაბინძურებული ნიადაგიდან ხდება. დაავადების გადატანაში გარკვეული როლი მიუძღვით მექანიკურ გადამტანებს, კერძოდ, სისხლისმწოველ მწერებს.
კომპენსაციის მიღებას შეძლებენ:
პირები, რომელთა პირუტყვიც იდენტიფიცირებულია საყურე ნიშნით და აღრიცხულია ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS);
კომპენსაციის მიღება შეეძლებათ იმ პირებს, რომლებსაც უარი არ აქვთ ნათქვამი ცხოველის ვაქცინაცია/რევაქცინაციაზე. ცხოველის მფლობელი/მომვლელი ვალდებულია, ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს.
უწყების ცნობით, კომპენსაცია არ გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (ცხოველის ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინაცია/რევაქცინაცია) პასუხისმგებელმა პირმა უარი განაცხადა ცხოველის ვაქცინაციაზე და არსებობს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ გაკეთებული ჩანაწერი პასუხისმგებელი პირის მხრიდან უარის განცხადების თაობაზე.
კომპენსაციის გაცემის გადაწყვეტილებას სააგენტოს მიერ შექმნილი კომისია ჯილეხით ცხოველის სიკვდილის დადასტურებიდან ერთი თვის ვადაში მიიღებს.
„კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ წესი 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა. ახალი წესის ამოქმედება შესაძლებელი გახდა ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის (NAITS) პროექტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთობლივი მუშაობის შედეგად.