ქედაში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

© photo: Sputnik / Stringerმეხანძრე-მაშველები
მეხანძრე-მაშველები - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2024
გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. ქედის მუნიციპალიტეტში ხანძარია - ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ბოლო სართულზე არსებულ სხვენში გაჩნდა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი".
გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. საბედნიეროდ, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებული.
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.
ყველა ახალი ამბავი
0